ფეხბურთი

21:06 | 9.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგს" მომდევნო სეზონში რანგნიკი გაწვრთნის

"ლაიპციგის" სპორტული დირექტორი რალფ რანგნიკი 2018/19 წლების სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. რალფს აღნიშნული ორმაგი პასუხისმგებლობა კლუბში 2015/16 წლების სეზონშიც ჰქონდა და მაშინ მისმა გუნდმა ბუნდესლიგის საგზური მოიპოვა.

რანგნიკი ერთი წლით უხელმძღვანელებს გუნდს და შემდეგ აღნიშნულ პოსტს "ჰოფენჰაიმის" მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი დაიკავებს. რალფის თანაშემწეები ჯესი მარში, რობერტ კლაუსი და ლარს კორნეტკა იქნებიან.

0.127055