ფეხბურთი

19:42 | 9.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

უილშირმა "ვესტ ჰემთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა "ვესტ ჰემთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია "ჩაქუჩების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. უილშირი ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. როგორც ჯეკმა ახალი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას აღნიშნა, ბავშვობაში იგი "ვესტ ჰემს" გულშემატკივრობდა.

უილშირმა კარიერა "არსენალში" დაიწყო და "მეთოფეთა" რიგები 17-წლიანი ასპარეზობის შემდეგ დატოვა. ლოდონურ გუნდში მან 198 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით კი ჯეკი 34 მატჩი ჩაატარა და ორჯერ გამოიჩინა თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113129