ლევან გორგაძემ სეზონის მეოთხე ბაშოზე, წარმატებული სტარტის შემდეგ, მეორე ტურშიც იმარჯვა. ტოჩინოშინის შიკონათი მოჭიდავე ქართველმა ოძეკიმ დღეს მეორე მაეგაშირას - იაპონელ ჩიონოკუნის ოშიდაშით სძლია.
ხვალ ტოჩინოშინი შოჰოზანს დაეჭიდება, რომელსაც აქამდე 18-ჯერ შეხვედრია და დადებითი ბალანსი აქვს – 13:5.
რანგით მეორე, ჯურიო ლიგაში მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუმ) კი მეორე ტურში მარცხი იწვნია და თითო მოგება და წაგება დაუგროვდა.