ფეხბურთი

10:29 | 9.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაულინიო ჩინეთში დაბრუნდა

29 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი პაულიონიო კარიერას ჩინურ "გუანჯოუ ევერგრანდში" გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ჩინურმა კლუბმა ბრაზილიელი "ბარსელონადან" იჯარის წესით შეიძინა. ერთი წლის გასვლის შემდეგ ჩინელებმა "ბარსელონას" 50 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ და პაულინიო გამოისყიდონ.

პაულინიო "გუანჯოუ ევერგრანდში 2015-17 წლებშიც ასპარეზობდა, მაშინ ნახევარმცველმა 63 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. "ბარსას" მაისურით კი განვლილ სეზონში მოედანზე 34-ჯერ გამოჩნდა და თავი 9-ჯერ გამოიჩინა.

0.117921