სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ისტორია

9:08 | 9.07.2018 | ნანახია 102 - ჯერ

9 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964. დაიბადა ჯანლუკა ვიალი. იტალიის ნაკრების, “კრემონეზეს” (1980-84), გენუის “სამპდორიას” (1984-92), ტურინის “იუვენტუსის” (1992-96), ლონდონის “ჩელსის” (1996-99) ფორვარდი. 1996 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ორჯერ ფლობდა თასების თასს (1990, 1998). იტალიის ჩემპიონი (1991, 1995). იტალიის თასის მფლობელი (1985, 1988, 1989, 1995). ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი (1997). ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასის მფლობელი (1998). იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი, გაიტანა 16 გოლი. იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებში ჩაატარა 656 შეხვედრა, გაიტანა 225 გოლი. წვრთნიდა “ჩელსისა” და “უოტფორდს”. “ლონდონელ არისტოკრატებს” ევროპისა (1998) და ინგლისის (2000) სუპერთასები, აგრეთვე, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი (2000) მოაპოვებინა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1867. შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში დაარსდა ქვეყნის ყველაზე ძველი საფეხბურთო კლუბი “ქუინზ პარკი”. კლუბი დღემდე სამოყვარულო სტატუსს ინარჩუნებს და ერთადერთი სამოყვარულო კოლექტივია, რომელიც შოტლანდიის პროფესიონალურ ჩემპიონატში მონაწილეობს. “ქუინზ პარკის” დევიზია “ფეხბურთი თამაშის გულისთვის”. გუნდი ამჟამად შოტლანდიის მესამე დივიზიონის (რიგით მეოთხე ლიგა) ბინადარია. სამოყვარულო სტატუსის მიუხედავად “ქუინზ პარკი” საშინაო მატჩებს გლაზგოს ხუთვარსკვლავიან სტადიონზე “ჰემპდენ პარკზე” ატარებს, რომელიც ამავდროულად შოტლანდიის ეროვნული ნაკრების სარბიელიცაა. “ქუინზ პარკი” შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის თასის ცხრაგზის მფლობელია, თუმცა, გუნდის ეს წარმატებები შორეულ წარსულში იყო. ბოლოჯერ გუნდმა ამ ტურნირში 1893 წელს იმარჯვა.

1877. სტარტი აიღო უიმბლდონის ტურნირის პირველმა გათამაშებამ. ტურნირის პირველი ჩემპიონი ინგლისელი სპენსერ გორი გახდა.

1922. ამერიკელი ჯონი ვაისმიულერი პირველი მოცურავე გახდა, რომელმაც 100 მ დისტანცია წუთზე ნაკლებ დროში გაცურა.

1950. ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა ადემირმა საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩში შვეციას ოთხი გოლი გაუტანა. ეს მუნდიალების ისტორიაში მესამე პოკერი გახლდათ. შეხვედრა ბრაზილიამ 7:1 მოიგო.

1960. ევროპის პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. მატჩი მესამე ადგილისათვის: ჩეხოსლოვაკია-საფრანგეთი 2:0. გოლები ბუბნიკმა და პავლოვიჩმა გაიტანეს. მარსელის “ველოდრომზე” თამაშს 9438 მაყურებელი დაესწრო.

1988. გერმანელმა მძლეოსანმა გაბრიელა რანშმა ბადროს ტყორცნაში ქალთა შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (76,8 მეტრი). ამ მიღწევის გაუმჯობესება დღემდე ვერავინ მოახერხა.

1989. უიმბლდონის ტურნირში მამაკაცთა შორის შტეფან ედბერგმა გაიმარჯვა, ხოლო ქალთა ასპარეზობაში პირველობა არავის დაუთმო შტეფი გრაფმა.

1991. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამხრეთ აფრიკელ სპორტსმენებს ოლიმპიადებზე მონაწილეობის უფლება კვლავ დართეს.

1994. აშშ-ის მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. მეოთხედფინალი: იტალია-ესპანეთი 2:1, იტალიელთაგან გოლები დინო და რობერტო ბაჯოებმა გაიტანეს, ესპანელთაგან კამინერომ გამოიჩინა თავი. ბრაზილია-ჰოლანდია 3:2, გოლები რომარიომ, ბებეტომ, ბრანკომ (ბრაზილია) და ბერგკამპმა და ვინტერმა გაიტანეს.

1997. სკანდალით დასრულდა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა ორთაბრძოლა. მაიკ ტაისონმა ევანდერ ჰოლიფილდს ყური მოაჭამა, რისთვისაც წაგება ჩაუთვალეს და დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

1997. ჩეხი ალპინისტი ვლადიმერ მისიკი გოლფში საინტერესო მიღწევის ავტორია. მან ბურთს 8068 მეტრის სიმაღლეზე ჰიმალაის მთებში დაარტყა.

2000. ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში ამ ქვეყნისა და სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრის დროს მომხდარი ჭყლეტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

2001. საფრანგეთის ნაკრების ნახევამცველი ზინედინ ზიდანი მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ოფიციალურად წარუდგინეს “რეალის” გულშემატკივრებს. კასტილიელებმა ზიდანი ტურინის “იუვენტუსისგან” 75.5 მილიონ ევროდ შეიძინეს, რაც იმ დროის სატრანსფერო რეკორდი გახლდათ. წინა რეკორდი ასევე მადრიდელებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც “ბარსელონას” პორტუგალიელი შუახაზელის ლუიშ ფიგუს სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაუხადეს.

2005. ექტორ კამაჩომ საშუალო წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის რაულ მუნიოსი ათრაუნდიან პაექრობაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილების შედეგად დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორთაბრძოლა აშშ-ის შტატ არიზონას ქალაქ ტუქსონში ჩატარდა.

2006. მსოფლიოს მე-18 ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). ფინალი: იტალია-საფრანგეთი 1:1 (დამატებითი დრო). პენალტების სერიაში იტალიელებმა მოიგეს (5:3) და მეოთხედ დაისაკუთრეს მსოფლიოს თასი. თამაშის მსვლელობისას კი, გოლები ზიდანმა (პენალტით) და მატერაციმ გაიტანეს. ამ მატჩს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია, რაც დიდი მითქმა-მოთქმის მიზეზი გახდა. შეხვედრის დამატებითი დროის 110-ე წუთზე, ზინედინ ზიდანსა და მარკო მატერაცის შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, ფრანგი ნახევარმცველი მოედნიდან გააძევეს. იტალია (ნაკრებს მარჩელო ლიპი წვრთნიდა): ბუფონი, გროსო, კანავარო, გატუზო, ტონი, ტოტი (დე როსი), კამორანეზი (დელ პიერო), ძამბროტა, პეროტა (იაკინტა), პირლო, მატერაცი. საფრანგეთი (ნაკრებს რაიმონ დომენეკი წვრთნიდა): ბარტეზი, აბიდალი, ვიეირა (დიარა), გალასი, მაკელელე, მალუდა, ზიდანი, ანრი (ვილტორი), ტურამი, სანიოლი, რიბერი (ტრეზეგე). მიუნხენის “ოლიმპიაშტადიონზე” ასპარეზობას 72 ათასი მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას არგენტინელი არბიტრი ელისონდო სჯიდა.

2006. უიმბლდონის მამაკაცთა ასპარეზობის ფინალში შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ესპანელ რაფაელ ნადალს 6:0, 7:6, 6:7, 6:3 მოუგო და ზედიზედ მეოთხედ გახდა ტურნირის ჩემპიონი.

2009. მსოფლიოს საზაფხულო უნივერსიადის ფინალში უკრაინამ იტალიას 3:2 მოუგო. გადამწყვეტი მატჩი ბელგრადში ჩატარდა.

2010. საქართველოს რაგბის კავშირმა ეროვნული ნაკრების მთავარმწვრთნელობიდან ავსტრალიელი სპეციალისტი თიმ ლეინი დაითხოვა.

2013. სინგაპურმა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა აზიის ღია პირველობას უმასპინძლა. აზიელებსმეტოქეობასუწევდა 14 წლის სალომე ურუშაძე. თბილისელმა ტანმოვარჯიშემ თავის მე-5 საერთაშორისოტურნირშიხუთი მედალი მოიხვეჭა. 19 მეტოქესთან პაექრობისას ჩვენებურმამრავალჭიდში48.552ქულით მეორეადგილი დაიკავა. სალომეს 4.322 ქულით მასპინძელმა ტონგ რაპნუნმაგაუსწრო.ცალკეული საგნებითვარჯიშში სალომე ურუშაძე ოთხჯერ ავიდა კვარცხლბეკზე: ლენტით(13.500 ქულა)პირველი იყო, რგოლით(11.850), ბურთითა (12.850) და გურზებით (13.600) ვარჯიშშიკი მეორეადგილებიდაიკავა.

ამ დღეს დაიბადნენ

1912. შალვა დიასამიძე. ქართველი კალათბურთელი და მწვრთნელი. მუშაობდა თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 1949 წელს საკავშირო თასი მოიპოვა, 1947-ში საბჭოთა კავშირის პირველობის ვერცხლის, ხოლო 1948 წელს ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. დიასამიძე საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელია. შალვა დიასამიძე 1974 წელსგარდაიცვალა.

1940. ჟაირი. 1960-70-იან წლებში ბრაზილიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ფორვარდი. მსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონი. თამაშობდა შეტევის მარჯვენა ფლანგზე და ბრაზილიის ნაკრებში გარინჩას დუბლიორი იყო. “ინტერის” შემადგენლობაში ორჯერ მოიპოვა ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასი. ჟაირი იტალიის ოთხგზის ჩემპიონია.

1941. ტაკეჰიდე ნაკატანი. იაპონელი ძიუდოისტი. მსუბუქ წონით კატეგორიაში 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1964. ჯანლუკა ვიალი. იტალიის ნაკრების, “კრემონეზეს” (1980-84), გენუის “სამპდორიას” (1984-92), ტურინის “იუვენტუსის” (1992-96), ლონდონის “ჩელსის” (1996-99) ფორვარდი. 1996 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ორჯერ ფლობდა თასების თასს (1990, 1998). იტალიის ჩემპიონი (1991, 1995). იტალიის თასის მფლობელი (1985, 1988, 1989, 1995). ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი (1997). ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასის მფლობელი (1998). იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი, გაიტანა 16 გოლი. იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებში ჩაატარა 656 შეხვედრა, გაიტანა 225 გოლი. წვრთნიდა “ჩელსისა” და “უოტფორდს”. “ლონდონელ არისტოკრატებს” ევროპისა (1998) და ინგლისის (2000) სუპერთასები, აგრეთვე, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი (2000) მოაპოვებინა.

1967. იორდან ლეჩკოვი. ბულგარეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ამპლუით ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. 1994 წელს დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად. ბულგარეთის ნაკრებში ჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. 2003 წელს აირჩიეს ქალაქ სლივენის მერად. 2005 წლიდან იორდან ლეჩკოვი ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტია.

1977. ევგენი პოდგორნი. რუსი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში. 1996 წლის ევროპის ჩემპიონი.

1978. იაკა ლაკოვიჩი. სლოვენიის კალათბურთელთა ნაკრების გამთამაშებელი (182 სმ). ოლიმპიური თამაშებისა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

1982. იონას ელვიკისი. საბერძნეთის კალათბურთელთა ნაკრების მსროლელი (195 სმ). მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის პრიზიორი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.060328