პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი "იუვენტუსში" 10 ივლისს ოფიციაურად დადასტურდება. როგორც Mediaset Premium-ი იუწყება, ამ დღეს "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დირექტორთა საბჭოს შეხვდება და ოფიციალურად დაადასტურებენ, რომ რონალდუმ კლუბიდან წასვლა მოითხოვა და გუნდს დატოვებს.
ესპანური მედია კი იუწყება, რომ პერესს სურს რონალდუმ წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნოს, რომ ტურინში ახალი გამოწვევებისთვის გადადის. ასევე, ტრანსფერის თანხის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თავიდან საუბარი იყო 150 და 130 მილიონ ევროზე, საბოლოოდ კი შესაძლოა კრიშტიანუს სანაცვლოდ "იუვენტუსმა" 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
რონალდუ "რეალში" 2009 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადავიდა. "სამეფო კლუბის" რიგებში პორტუგალიელმა 438 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 450 გოლი და 131 საგოლე გადაცემა შეასრულა. გუნდთან ერთად კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო, ხოლო ლა ლიგა - ორჯერ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პრისეილერად მუშაობა არავის გინდათ? მოთხოვნები მარტივია.
პასუხისმგებლობის გრძნობა.
მუშაობის სურვილი.
საკუთარი ავტომობილი.
და უზრუნველყოფა.
ხელფასი მინ.800 და ზემოთ.
ქსელი მუშაობს ასამუშავებელი არაა.
რა კსელია და და პროდუკციაა ? რამე დიშოვი თუა არ მინდა
))
მე მინდა 555338233
პაოლო წამოვიდეს ლივერპულში
გუშინდელი დღის პირველ მატჩს,ინგლისი-შვედეთის შეხვედრას მინდა შევეხო.
ამ მიმოხილვის მთავარი გმირების დაპირისპირებამდე,ერთი დღით ადრე,ტურნირი დატოვა ურუგვაის ნაკრებმა გუნდმა.ურუგვაი იმიტომ ვახსენე,რომ მას შვედეთთან ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებს.შეიძლება ზოგოერთს გაუჩნდეს კითხვა,თუ რა შეიძლება აერთინაებდეს ამ ორ ქვეყანას,რომლებიც არა თუ არ გვანან ერთმანეთს,თანაც არცერთ სფეროში,სხვა და სხვა კონტინეტის წარმომადგენლები არიან.პასუხი მარტივია:ეს მათი სტანდარტული სქემა,4-4-2-ია.
ურგვაი და შვედეთი თავისი სტანდარტული სქემიდან გამომდინარე,თავიდანვე წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ,საკუთარ მოწინააღმდეგესთან შედარებით.
უშუალოდ მატჩზე გადავიდეთ.მოედნის ცენტრი შვედებმა თვითონვე დათმეს,რაც არაა გასაკვირი,4-4-2 უბრალოდ არ ითვალისწინებს მოედნის ცენტრში დომინირებას.მათგან ამას არც არავინ ელოდა,მითუმეტეს ამ ფორმაციას გააჩნია სხვა ძლიერი მხარეებუ,რომელთა გამოყენება შვედებს ნამდვილად ევალებოდათ.პირველ რიგში ეს შეწყვილებულ ფლანგეს ეხება,ფლანგებზე შვედებს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ და ერთადერთი რაც ევალებოდათ,უმრავლესობის გათამაშება და საკუთარ ფორვარდთა,ჩაწოდებებით მომარაგება გახლდათ.მაშ რატომ ვერ გადაწყვიტეს შვედებმა საკუთარი ამოცანა?სკანდინაველებმა წააგეს ბურთის კონტროლი და წააგეს კონკრეტულად.პირველ ტაიმში მაჩვენებელი 60-40 ზე,შესაბამესად ინგლისელთა სასარგებლოდ იყო,რაც პირველი ტაიმისთვის ზედმეტად დიდი უპირატესობაა.ხოლო იმ 40% ფლობას,შვედები არ ატარებდნენ კონტრშეტევებში,ისინი პოზიციურად ცდილიბდნენ შეტევას.შვედების პოზიციური შეტევა ინგლისელთა ცენტრალურ ნახევარმცველებს აძლევდა დროს და შესაძლებლობას,საკუთარ ლატერალებს დახმარებოდნენ.ხოლო თუ მაინც ახერხებდნენ შვედები საჯარიმოში ჩაეწოდებინათ,იქ მაღალი ინგლისელი მცველები ნებისმიერ ბურთს ხსნიდნენ..რაც შეეხება ფორვარდებს.როგორც ურუგვაის ნაკრებს,შვედებსაც შეეძლოთ საკუთარი ტაქტიკის წარმატებულობაზე ეოცნებათ,ცენტრ ფორვარდთა დიდებული თამაშის შემთხვევაში.შვედთა ფორვარდთა ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ამ შეხვედრაში იყო,არ მიეცათ ინგლისელთა ნახევრდაცვისთვის აქტიურად შეტევაში წასვლის საშუალება,გადაერთოთ მათი ყურადღება მაქსიმალურად დაცვისკენ.ამის მიღწევა მათ შეეძლოთ აქტიური გადაადგილებებით მეტოქის ნახევარზე და მაქსიმალურად მწვავე თამაშით.არ გამოვიდა,ბერგი-ტოივონენის დუეტი ამ თამაშში არავითარ შთაბეჭდილებას არ ტოვებდა.ანუ ამ ზონაშიც კი შვდებს არაფერი გამოსდიოდათ.ჯამში კი რას ვხედავთ:ცენტრი წაგებულია,ფლანგები არ მუშაობენ,თავდასხმა არ ბრწყინავს.და პრინციპში ამით შეიძლებოდა შვედეთის ნაკრებზე საუბრის დასრულება.
პირველი 20 წუთი შვდეთა სისტემა მუშაობდა,ისინი გადადიოდნენ შეტევაში და ბურთის დაკარგვისას სწრაფად ჯდებოდნენ დაცვაში ორ ხაზად.მაგრამ შემდეგ რაქიმ სტერლინგს ეს მობეზრდა და მან აჩქარება დაიწყო.სტერლინგმა დაიწყო შვედთა დაცვის და ნახევრდაცვის შორის გადააგილება.დაიწყო ზენების ძებნა და ბურთის მიღება,რამაც შვედთა დაცვას მთავარი დაღი დაასვა.რაქიმ სტერლინგი ცალკე ისტორიაა,მასთან უკვე გვარდიოლამაც იმუშავა,ბრენდან რპჯერსიც წვრთნიდა მას,თუმცა ბურთთან მუშაობა,როგორც ასეთი,ვერ ისწავლა.გადამწყვეტ მომენტში ინგლისელთა 10 ნომერს უჭირს სწრაფი მოქმედება,ან რაიმე ხეირიანის მოფიქრება.შემთხვევითობა არაა,რომ უკვე 20-ზე მეტი თამაშია გოლი რაქიმს არ გაუტანია.სტერლინგს გუშინაც შეეძლო გატანა და შეეძლო ორჯერაც კი,მაგრამ გაიტანა მაგგუაერმა.გაიტანა კუთხურიდან.შვედები საშუალოდ ინგლისელებზე მაღლები არიან,რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ ალბიოლებს ძალიან მაღალ დონეზე აქვთ სტანდარტული მდგომარეობები დამუშავებული.ეს საუთგეითს აუცილებლად უნდა დავუფასოთ.გაშვებული გოლის შემდეგ კი შვედთა შანსები საგრძნობლად შემცირდა.ვინაიდან,რაც კიდევ ერთხელ აღსანიშნია,შვედებს პოზიციური შეტევა უბრალოდ არ გამოსდით.ინგლისელთა სასხელოდ ისიც ითქმის,მიუხედავად გატანილი გოლისა ისინი აგრძელებდნენ პირველ ნომრად თამაშს მთელი მატჩის განმავლობაში.მეორე ტაიმისი დასაწყისში შვედებმა შექმნეს მომენტი,მაგრამ ინგლისელთა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ.უნდა აღინიშნოს პიქფორდის თამაშიც ამ ტურნირზე,რომელსაც დიდი წვილილი მიუძღვის ინგლისელთა წარმატებაში.ინგლისმა მეორე გოლი შვედების დაღლილობის ფონზე გაიტანა,მე -60 ცე წუთისთვის შვედებს უკვე საგრძნობლად უჭირდათ საჭირო სისწრაფის შენარჩუნება და ინგლისელებმაც ამ კომპონენტში საგრძნობლად დაჩაგრეს.შედეგად,ლინგარდის ჩაწოდება,დელე ალი ვიზავის გაექცა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.ყველაფერი მოსაწყენად მარტივი იყო.
დასკვნაში შეგვიძლია ინგლისის ნაკრები შევაქოთ,ოღონდ შევაქოთ არაა ფეერიული ფეხბურთისთივის,არამედ ავღნიშნოთ მათი კარგი ფიზიკური მზადყოფნა და გუნდური დისციპლინა.ისიც უნდა ითქვას,რომ ბრიტანელებს არაფერი განსაკუთრებული არ უჩვენებიათ.მათ დაამარცხეს კოლუმბია და შვედეთი,გუნდები რომლებთანაც ფავორიტად მოიხსენიებოდნენ.ინგლისი მიიღებს სათანადო მეტოქეს ნახევარფინალში,თუმცა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა და თუ რატომ,ამაზე პასუხს ხორვატია-რუსეთის მიმოხილვისას გავცემ.ბელგიასთან მარცხმა ინგლისელებს აჩუქა მაქსიმალურად იოლი გზა ნახევარფინალში და შესაძლოა ამაზეც კი იყო გათვლილი.შვედების მეოდხედფინალი კი ამ უკანასკნელთათვის ბრწყინვალე შედეგია და მეტის მოთხოვნა ან შვედეთის ნაკრებისგან,ამ რესურსით,არ შეუძლიება.
ანალიზის გაკეტებისგან შორს ხარ მეგობარო!! 10 წლის ბავშვის ნაწერს გავს
ჩემს ქართულს თუ გულისხმობ,ბაზარი არაა
თამაშის ანალიზს რაც შეეხება-თამაშის გრჩევას,ანაში შენზე გაცილებით კომპეტენტური ვარ(და ამას ისე უბრალოდ არ ვამბობ).თუ თვლი,რომ სადღაც ვცდები შეგიძლია მიუთითო.ისე კი აზრი არც შენს ნათქვამს აქვს
9 სეზონში 450 გოლი. ანუ 50 გოლი სეზონში...

სიგიჟეა რაა. რობოტიც ვერ იმუშავებდა ამდენი ხანი ასე სტაბილურად
ეეეეეstripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=ditteoPwF1M')>0?' https://www.youtube.com/watch?v=ditteoPwF1M':' https://www.youtube.com/watch?v=ditteoPwF1M'))
