ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა შვედეთის ეროვნული ნაკრების დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ "სამი ლომი" შედეგს გუნდური თამაშის წყალობით აღწევს და ინგლისს კიდევ უფრო მეტი შეუძლია.
ინგლისმა შვედეთი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დელე ალის და ჰარი მაგუაირის გოლების წყალობით დაამარცხა და 28 წლის შემდეგ პირველად გავიდა ოთხ საუკეთეს გუნდს შორის.
"ჩვენ ვიცით სად ვიმყოფებით და ჩვენი გუნდი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, წარმატების მისაღწევად კი ყველა თავდაუზოგავად მუშაობს. გუნდურობაა წარმატების გასაღები და ეს დაგვჭირდება მომდევნო ორ შეხვედრაში, ასე რომ ჩვენ ჯერ ისტორიის დაწერა არ დაგვისრულებია. ჩვენ ჯერ არ გვყავს მსოფლოს დონის მოთამაშეები, მაგრამ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რომლებიც ბურთს კარგად ეპყრობიან და მენტალურ სიძლიერესაც ავლენენ. ვიცით, რომ წლების შემდეგ ეს გუნდი უფრო ძლიერი იქნება, თუმცა დღეს გვაქვს უდიდესი შესაძლებლობა წარმატების მისაღწევად." - განაცხადა საუთგეიტმა.
ინგლისი ნახევარფინალში ხორვატიას შეხვდება. მატჩი 11 ივლისს 22:00 საათზე დაიწყება.