რაფაელ ნადალი უიმბლდონის 1/8-ფინალში გავიდა. ნადალმა 1/16-ფინალში ავსტრალიელი ალექს დე მინაური მარტივად 6:1, 6:2, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. რაფამ 12 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ავსტრალიელმა სამი შესაძლებლობიდან ვერც ერთი.
1/8-ფინალში ნადალი ჟირი ვესელს დაუპირისპირდება. შეხვედრა 9 ივლისს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია