ჭიდაობა

20:36 | 7.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩემპიონატი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაიწყეს

ზაგრებში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს მედლები ხუთ - 48, 55, 65, 80 და 110 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებმა ხუთი შესაძლებლობიდან სამში წარმატებას მიაღწია და სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა.

მათ შორის საუკეთესო გიორგი ცოფურაშვილი (80 კგ) აღმოჩნდა, რომელმაც ფინალამდე გაიკვალა გზა და სომხეთის წარმომადგენელ კარენ ხაჩატრიანზე გამარჯვებით ჩემპიონი გახდა.

ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა გიორგი პერტაიას (55 კგ). ჩვენმა ფალავანმა ფინალური ორთაბრძოლა ირანელ ამირჰოსეინ გოლამ რეზასთან დათმო.

მესამე ადგილი დაიკავა ხვიჩა ანანიძემ (65 კგ).

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო პირველობის საწყისი დღე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოსმედლით დაასრულა.

geonoc.org.ge

0.111236