ფეხბურთი

16:52 | 7.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბრაიტონმა" "ლაიპციგის" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

პრემიერლიგაში მოთამაშე "ბრაიტონმა" "ლაიპციგის" აწ უკვე ყოფილი მცველი 23 წლის ბერნარდო ფერნანდეს და სილვა დაიმატა. ფეხბურთელმა ახალი კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბრაიტონმა" 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ბერნარდო გერმანულ გუნდში 2016 წელს "ზალცბურგიდან" გადავიდა. მას შემდეგ ბრაზილიელმა 49 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114843