ფეხბურთი

18:50 | 6.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

HT - საფრანგეთი ვარანის გოლით დაწინაურდა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთი ურუგვაის ნაკრებს ამარცხებს. პირველი ტაიმი "მამლებმა" რაფაელ ვარანის გოლით მოიგეს.

ტაიმის ბოლოს ფრანგმა მცველმა ანტუან გრიზმანის ჩაწოდების შემდეგ მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. ურუგვაის მალევე შეეძლო გათანაბრება, როდესაც დაახლოებით იმავე სტილში მარტინ კასერესი დაემუქრა ფრანგთა კარს, მაგრამ უგო ლორისმა საოცარი სეივი განახორციელა. დამატებაზე კი დიეგო გოდინმა ვერ ივარგა.

მთლიანობაში პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და გუნებს შეტევაში თამაში უძნელდებოდათ. აღნიშნული შეხვედრა დაახლოებით 10 წუთში განახლდება.

0.126987