ფეხბურთი

18:16 | 6.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" კარიუსს ენდობა

ინგლისური “ლივერპული” ლორის კარიუსს ნდობას უცხადებს და სატრანსფერო ბაზარზე ახალი მეკარის ყიდვას არ აპირებს. გერმანელი კიპერი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში უხეში შეცდომები დაუშვა, მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დაიცვა.

გერმანელი სპეციალისტის თქმით, კარიუსმა შეცდომები ტვინის შერყევის გამო დაუშვა:

“ჩვენ არ ვეძებთ საბაბს, რომ მისი თამაში გავამართლოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შეცდომები ტვინის შერყევის გამო დაუშვა”, - განუცხადა კლოპმა BBC-ის.

შეგახსენებთ, რომ კარიუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი შეცდომა დაუშვა და “ლივერპული” “რეალთან” 1:3 დამარცხდა. როგორც ფინალის შემდეგ გაცხადდა, კარიუსს ტვინის შერყევა ჰქონდა, რადგან სერხიო რამოსს შეეჯახა და თამაში ტრავმირებულმა გააგრძელა.

0.113466