ფეხბურთი

15:57 | 6.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ბუფონს ორშაბათს წარადგენს

ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს საყვარელ გუნდში იხილავენ, ამასობაში კი, ყოფილი კაპიტნის ჯანლუიჯი ბუფონის ხილვა სხვა გუნდის მაისურით მოუწევთ.

ვეტერანი მეკარის “პარი სენ ჟერმენში” გადასვლა გადაწყვეტილია. ბუფონს პსჟ ფართო საზოგადოებისა და გულშემატკივრების წინაშე ორშაბათს, 9 ივლისს წარადგენს. როგორც ფრანგული მედია იტყობინება, წარდგენა ნეიმარის სტილში იქნება გაკეთებული და როგორც ბრაზილიელის შემთხვევაში, ახლაც გრანდიოზული ღონისძიება იგეგმება სტადიონზე.

ჯანლუიჯი პარიზულ გუნდთან 1+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, 40 წლის ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას 2001 წლიდან იცავდა, თუმცა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მხარეებმა თანამშრომლობა დაასრულეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112989