ფეხბურთი

19:59 | 5.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ტურნირებზე გუნდებს მეოთხე ცვლილების განხორციელება შეეძლებათ

უეფას ახალი რეგულაციის მიხედვით, ტურნირებზე მწვრთნელებს შანსი ექნებათ მეოთხე ცვლილება დამატებით დროში განახორციელონ. აღნიშნული ინფორმაცია ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მეოთხე ცვლილების შესაძლებლობა გუნდებს მომდევნო სეზონიდან ისეთ ტურნირებზე შეეძლებათ, როგორებიცაა: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, სუპერთასი. ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები დამატებით ცვლილებას ერთა ლიგის ფინალულ ეტაპსა და ევროპის ჩემპიონატზე განახორციელებენ.

თეგებიუეფა
0.125242