ფეხბურთი

18:58 | 5.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

მათე ცინცაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” შემადგენლობას აძლიერებს. როგორც იმერული გუნდის ვბგვერდი იტყობინება, ამიერიდან მათე ცინცაძე “ტორპედოს” ფეხბურთელია.

23 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ჩემპიონთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცინცაძესთვის “ტორპედო” ნაცნობი ადგილია, რადგან 2013 წელს ამ გუნდის რიგებში 16 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. ბოლოს კი, “რუსთავის” ღირსებას იცავდა. მათეს ასევე უთამაშია “ლოკომოტივში”, “დინამოში” და პოლონურ “პოგონში”.

0.112356