ფეხბურთი

23:06 | 4.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოლუმბიელები ბაკასა და ურიბეს სიკვდილით ემუქრებიან

კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელებმა კარლოს ბაკამ და მატეუს ურიბემ მუქარის შემცვლელი წერილები მიიღეს. როგორც ცნობილი გახდა, ორივე ფეხბურთელს სოციალური ქსელის მეშვეობით სიკვდილით ემუქრებიან.

ამის მიზეზი კი, მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში ინგლისთან წაგებაა. საქმე ისაა, რომ პენალტების სერიაში სწორედ ბაკამ და ურიბემ ვერ ივარგეს და ამის ხარჯზე კოლუმბია მუნდიალს დაემშვიდობა.

საინტერესოა, რომ კოლუმბიისთვის ასეთი საზარელი შემთხვევა უცხო არაა, ზუსტად 24 წლის წინ, 2 ივლისს, მედელინის ერთ-ერთ ბარში ანდრეს ესკობარი ჩაცხრილეს. ფატალური შემთხვევის მიზეზი კი, იმავე წლის მუნდიალზე ესკობარის გატანილი ავტოგოლი იყო.

0.124987