სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:51 | 4.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

პერესმა მენდეში მადრიდში დაიბარა - რონალდუ "რეალის" დატოვებასთან ახლოსაა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში შეხვედრაზე დაიბარა. ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელი პორტუგალიელი ვარსკვლავის მომავალზე უნდა ესაუბროს მენდეშს.

წყაროს ცნობით, რონალდუს “რეალიდან” წასვლა დროის საკითხია და ეს დაგეგმილი შეხვედრისას გადაწყდება კიდეც. ამრიგად, კრიშტიანუსა და მადრიდული გრანდის 9-წლიანი ურთიერთობა სრულდება.

შეგახსენებთ, რონალდუს ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად უკავშირებენ ტურინის “იუვენტუსს”. გავრცელებული ინფორმაციით, “რეალმა” და ფეხბურთელმა იტალიურ გრანდს ტრანსფერზე თანხმობა განუცხადეს. მეტიც, 33 წლის შემტევი უკვე 2 კვირაა ტურინში საცხოვრებელ სახლსაც ეძებს.

დღესვე, იტალიური მედია “იუვეს” გენერალურ დირექტორ ჯუზეპე მაროტას ტრანსფერის შესახებ დაიკითხა, მაგრამ ბეპემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მოკლედ მოჭრა: “არ ვსაუბრობ!”.

როგორც ცნობილია, “იუვენტუსი” “რეალს” 100 მილიონ ევროს, ხოლო რონალდუს 4-წლიან კონტრაქტს და სეზონში 30 მილიონ ევროს სთავაზობს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11604