საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და NBA-ის მოქმედი ჩემპიონის – Golden State Warriors-ის ცენტრს ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.
პრემიერმა ზაზა ფაჩულიას საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე კარიერისთვის და საერთაშორისო სარბიელზე ქართული კალათბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრას კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.
ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა (Golden State Warriors 2017). მან წელს გამართულ ასოციაციის გათამაშებაში, Golden State Warriors-თან ერთად კიდევ ერთი ოქროს ბეჭედი მოიგო. ზაზა ფაჩულია პირველი ევროპელი ცენტრია პაუ გასოლთან (ესპანეთი) ერთად, რომელმაც ორჯერ შეძლო NBA-ის ჩემპიონის თასის მოგება. ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სამჯერ ითამაშა.
GBF.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მ ი მ ა რ თ ვ ა ზ ა ზ ა ფ ა ჩ უ ლ ი ა ს
ზაზა, ყველა შემთხვევაში გილოცავ მორიგ აღიარებას, მაგრამ მინდა როგორც შენმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გულწრფელად გითხრა ჩემი სათქმელი;
ვფიქრობ, თუ აგრძელებ კარიერას და თანაც NBA -ში, მაშინ ჯერ ცოტა ადრეა მიღწეული წარმატებებით ტკბობა და ჯერ ჯობია გააგრძელო ახალი სპორტული მიღწევებისთვის ბრძოლა. თუ საკლუბო კარიერაში უმაღლეს მიღწევამდე მიხვედი, ვფიქრობდი რომ ჩაგდებული ევროპის ჩემპიონატის მერე გიხილავდით კვლავ ნაკრებში, მიუხედავად ნაკრებიდან წასვლის განცხადებისა (ბოლო, ბოლო ჯორდანმა გადათქვა რამდენჯერმე თავისი განცხადება მოთამაშის კარიერის დამთავრების შესახებ), მითუმეტეს NBA -ს თავისუფალი ფანჯრის დროს და მითუმეტეს იმ დროს როცა მაინდამაინც გადაღლილი არ იყავი თამაშებით. იმისთვის, რომ ქართველი ხალხისთვის დიდი სიხარული მოგენიჭებინა, საკმარისი იქნებოდა სულ ცოტა ერთი კვირით შეგემცირებინა შვებულება და გამოცხადებულიყავი ნაკრებში. მანამდე კი ღიად განგეცხადებინა ნაკრებში დაბრუნების შესახებ და იქნებ ამ შემთხვევაში მაიკლ დიქსონსაც არ მიეტოვებინა (ძნელია ლეგიონერს მოთხოვო მუდმივად ერთგულება და თავგანწირვა, როცა ქართველი კალათბურთელებისთვის ნაკრები აღარ არის ისეთი პრიორიტეტული, როგორც ადრე მუდმივად იყო) ნაკრები და შენი შემხედვარე სხვა ქართველი კალათბურთელებიც გაორმაგებული ძალისხმევით (თუნდაც ტრამვირებულები გამაყუჩებულებების ქვეშ, როგორც მანამდეც არა ერთხელ უქნიათ) შეხვდებოდნენ სერბებთან პრინციპულ მატჩს, მათ შორის ახალგაზრდები. დარწმუნებული ვარ ასეთი მოტივაციით საქართველოს ნაკრებს შეეძლო გამარჯვება ძლიერ სერბეთის ნაკრებთან და სექტემბერში გავაგრძელებდით რეალურ ბრძოლას მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად.
თუ არ გამინაწყენდები, მინდა ასევე გულწრფელად ვისაუბრო შენს აკადემიაზე;
ზაზა, დროა რეალურად ჩაიხედო აკადემიის საქმიანობაში და ობიექტურად შეაფასო ვითარება. მე კარგად ვიცნობ "ფაჩულიას აკადემია"-ს, ვინაიდან ჩემი ორი შვილი და მათი კლასელი მეგობრები დადიან შენს აკადემიაში და მინდა გითხრა, რომ აკადემიის დირექტორმა (შენმა ცოლის ძმამ) იქაურობა გადააქცია ფულის საჭრელ მანქანად და არა იმ საკალათბურთო სკოლად რასაც ყველა "ფაჩულიას აკადემია"-დან ველოდებოდით.
დავიწყოთ იმით, რომ გადასახადის ღირებულების (120 ლარი) ადექვატურ ვერც სპორტულ და ვერც სხვა მომსახურებას ვერ იღებენ ბავშვები. იმის გარდა რომ უფასოდ ურიგდებად იაფასიანი საკალათბურთო ფორმები, სხვა განსხვავებას ვერ ვხედავ (დამერწმუნეთ მათ მუშაობასაც კარგათ ვიცნობ) რამდენიმე წამყვან საკალათბურთო სკოლასთან შედარებით (სადაც საშუალო გადასახადი 70 ლარია), ვერც მწვრთნელების კვალიფიკაციის (ზოგ შემთხვევაში აღემატებიან კიდეც) და ვერც სხვა შეთავაზებების კუთხით. კიდევ უფრო დიდ გაკვირვებას იწვევს თქვენს სკოლაში დანერგილი კერძო გაკვეთილების პრაქტიკა (ერთი გაკვეთილის ფასი 30 ლარი), რომელიც უფრო მეტი ხარისხით გამოირჩევა, მაგრამ საქართველოში არსებული ეკონომიკური ფონის გამო მიუწვდომელია ბევრი ოჯახისთვის და ამასთან ბავშვების დიფერენციაც გარკვეულ უხერხულობას ქმნის. ამასთან, თუ ბავშვების ინტერესია მთავარი და არა ფინანსური მოგება, გადასახედია მეცადინეობების გრაფიკი, რადგან შენს აკადემიაში ბავშვები მთელი ქალაქიდან დადიან და უწევთ ზოგს სამი და ზოგს ექვსი გაკვეთილის გაცდენა კვირაში რომ შეძლონ ვარჯიშზე სიარული. ასევე აკადემიას არ აწყენდა უფრო ლიბერალური ყოფილიყო გადასახადის ერთ დღიან გადაცილებაზე მაინც, როცა ამ მიზეზით სავარჯიშოთ მოსულ ბავშვებს სახლში აბრუნებენ, ამ დროს მშობლების მიერ 10 ივნის გადახდილი სრული თანხის მიუხედავად, აკადემიის დირექცია ყოველგვარი ახსნა - განმარტების გარეშე ორი კვირით ადრე წყვიტავს სავარჯიშო პროცეს. მაგრამ ყველაზე მეტად უკმაყოფილებას იწვევს ბავშვებში უსამართლო, დაუმსახურებელი და ხშირად ნეპოტიზმის ნიშნით (თავს შევიკავებ აკადემიაში რამდენიმე გახმაურებული ასეთი შემთხვევის დასახელებისგან) ბავშვების დაწინაურების პრაქტიკა უფრო ძლიერ ჯგუფებში. ასევე უნდა აღვნიშნო, მიუხედავად თქვენს აკადემიაში არსებული დუშების არსებობისა, ბავშვებისთვის ისინი მიუწვდომელია ზამთარ - ზაფხულ (ალბათ ეკონომიის გამო), როცა ცნობილი ფაქტია, რომ ვარჯიშის შემდეგ ოფლის არ ჩამორეცხვა სპორცმენებში იწვევს კუნთის ტონუსის დაქვეითებას.
ზაზა, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გამო ბევრმა კარგმა ბავშვმა დატოვა შენი აკადემია და ბევრი ფიქრობს იგივეს. რაც შეეხება ჩვენი, მშობლების მოტივაციას როცა გადავწყვიტეთ შენს აკადემიაში შვილების შემოყვანა, იყო რწმენა რომ შენ, ზაზა ფაჩულია ყველაფერს გააკეთებდი, რომ თუნდაც შედარებით ძვირ, მაგრამ გამორჩეულ საკალათბურთო სკოლას შექმნიდი. ჩვენ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ქართული სპორტის რაინდი - ზაზა ფაჩულია სახელმწიფოსგან უზურფრუქტით, 49 წლით უსასყიდლოდ გადაცემულ დიდუბის აკადემიაში შეძლებს სუბიექტური, თუ ობიექტური პრობლემების აღმოფხვრას და თავისი სახელის საკადრის "ფაჩულიას აკადემია"-ს ჩამოაყალიბებს.
დაწრმუნებული ვარ არც ფაჩულიასაც მაგრად კიდია ასეთი ტრუხა ორდენები და ჩვენ გულშემატკივრებსაც არ გვჭირდება ბახტაძის შეხსენება რომ ფაჩულია ყველაზე წარმატებული ქართველი კალათბურთელია.
ადამიანურად შეხვედრა და მადლობის გადახდა, თუნდაც სუფრაზე ჭიქის აწევა და "პა დუშამ" საუბარი, ტრუხა
ორდენების გარეშეც შეიძლება.
სპორტის რაინდი, ღირსების ორდენი, საპატიო მოწალაქე და კიდევ 1000ლეობა არის წმინდა წყლის იაფფასიანი პოპულიზმისა და კერპთაყვანისმცემლობის უნიჭო სინთეზი.
ფაჩულიას არაფერს ვერჩი.
უბრალოდ ასეთი კომუნისტურ-კონსერვატორულ-ტრუხა ლეობები მკლავს რა!
რა სპორტის რაინდი? რაის მხედარი?
ვასაძის დონემდე ვერ ავა მაინც
კიი, ისეთი ჯენტლმენი და რაინდია, რომ გადამწყვეტ მომენტში მოწინააღმდეგეს აძლევს ხოლმე პასებს
უყვარს ხელგაშლილობა 

კარგიაა ! ხოდა თუ რაინდია მოიქცეს რაინდულად და დაბრუნდეს ნაკრებში და რაინდულად დაეხმაროს ! D
+1