ფეხბურთი

14:25 | 4.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

იერი მინა - ბომბარდირი მცველი

კოლუმბიის ნაკრების მცველი იერი მინა პოლ ბრაიტნერსა და ანდრეას ბრემეს გაუტოლდა. სამხრეთ ამერიკელი მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში მესამე მცველი გახდა, რომელმაც ერთ მუნდიალზე 3 გოლის გატანა მოახერხა.

ბრემემ იგივე 1990 წელს, ხოლო ბრაიტნერმა 1974 წელს მოახერხა. თუმცა, მინას შედეგი უფრო ფასობს, რადგან გერმანელებმა პენალტითაც მოახერხეს თავის გამოჩენა, ხოლო კოლუმბიელმა ყველა გოლი თავით გაიტანა. საინტერესოა, რომ ხოსე პეკერმანმა იერი მინა სასტარტო მატჩში, იაპონიასთან სათადარიგო სკამზე დატოვა, მაგრამ აზიელებთან განცდილი მარცხის მერე პეკერმანმა დაცვა გადაახალისა და “ბარსელონას” მცველს ძირითადში უხმო.

საბოლოოდ, მინამ ჯერ პოლონეთს, მერე სენეგალს, ბოლოს კი ინგლისს გაუტანა. აქვე გეტყვით, რომ მცველებიდან რეკორდსმენი გოლების მიხედვით ფრანც ბეკენბაუერია, რომელმაც 1966 წელს 4-ჯერ გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის ნაკრები 1/8 ფინალში პენალტების სერიით დამარცხდა ინგლისის ნაკრებთან და ტურნირს გამოეთიშა.

0.121837