ფეხბურთი

18:15 | 30.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები პოლონეთში საპრიზო ადგილის გარეშე დარჩნენ

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები პოლონეთში იმყოფება, სადაც ყოველწლიურ, საერთაშორისო ტურნირზე “Syrenka Cup”-ზე მონაწილეობდა.

წელს, ამ თასის 28-ე გათამაშება გაიმართა და ამჯერად, მასპინძელი ქალაქი ჩეხანოვი იყო. საქართველოს ასაკობრივი ნაკრები კი, უკვე მეორედ იყო ამ ტურნირის მონაწილე. შარშან, გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა 17-წლამდელებმა პლოცკში ფინალს უწიეს, სადაც დანიის ნაკრებთან 1:2 დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. ნაკრების ფორვარდი ლუკა ზარანდია კი, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

წელს, პოლონეთში უკვე ნოდარ აკობიას გაწვრთნილი გუნდი გაემგზავრა (1997 წელს დაბადებულები), რომელიც მხოლოდ მეოთხე ადგილს დაჯერდა.

17-წლამდელებმა პირველი შეხვედრა ნორვეგიელ თანატოლებთან გამართეს და პენალტების სერიაში 4:3 იმარჯვეს. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. მეტოქემ გოლი პირველ ტაიმში გაგვიტანა. თამაშის უკანასკნელ წუთზე კი, ნაკრების დებიუტანტმა შერმადინ ართმელაძემ ანგარიში გაათანაბრა. პენალტების სერიაში ქართველები უფროს ზუსტნი აღმოჩნდნენ, ხოლო მეკარე ოთო გოშაძემ ერთი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

საქართველო: გოშაძე, კომახიძე, აბელაშვილი, კაკიაშვილი, ნადარაია, ბიძინაშვილი, ნემსაძე, არაბიძე, ჯობავა, მიქელთაძე, წოწონავა

შეცვლაზე შევიდნენ: თვარაძე, კიკნაძე, გვარაძე, ართმელაძე

მეორე შეხვედრაში ქართველი 17-წლამდელები მასპინძელ პოლონეთთან 1:2 დამარცხდნენ. გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ჯობავამ გაიტანა.

საქართველო: გოშაძე, თვარაძე, აბელაშვილი, კაკიაშვილი, სადღობელაშვილი, გაფრინდაშვილი, ნემსაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე, კიკნაძე, ჯობავა

შეცვლაზე შევიდნენ: არაბიძე, მიქელთაძე, ართმელაძე, გვარაძე, წოწონავა

მესამე ადგილისთვის მატჩში, ნოდარ აკობიას გუნდი დანიის ნაკრებს შეხვდა და 1:4 წააგო. ეს ერთადერთი გოლი კი, ბიძინაშვილის ანგარიშზეა.

საქართველო: ბენდიანიშვილი, აბელაშვილი, კაკიაშვილი, ნებმსაძე, გაფრინდაშვილი, კომახიძე, ბიძინაშვილი, მიქელთაძე, ართმელაძე, კიკნაძე, ჯობავა

შეცვლაზე შევიდნენ: არაბიძე, თვარაძე

17-წლამდელები საქართველოში შაბათს დაბრუნდებიან.

სფფ-ის პრესსამსახური

ფოტო gff.ge


0.14149