ფეხბურთი

1:21 | 4.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი მეოთხედფინალშია

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. გარეთ საუთგეიტის გუნდმა დრამატულ და დაძაბულ მატჩში კოლუმბია დაამარცხა. “სამი ლომი” გამარჯევბული მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში გამოვიდა.

უშუალოდ თამაში მეტად დაძაბული გამოვიდა, მაგრამ საკმაოდ მოსაწყენიც. სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა. ინგლისი თითქმის მთელი მატჩი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი საგოლე ეპიზოდების შესაქმნელად. კოლუმბია კი შეტევაში გადასვლასაც ვერ ახერხებდა.

ინგლისი მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა. ჰარი კეინი საჯარიმოში წააქციეს და დაზარალებულმა პენალტი გოლად აქცია. კოლუმბიამ გაშვებული გოლის მიუხედავად დიდად ვერ მოახერხა უპირატესობა ხელთეგდო და თამაში ჩვეულ ტემპში გაგრძელდა. და მაინც, ბოლოს ვინ თუ არა, იერი მინა! “ბარსელონას” მცველმა მესამე მატჩი ჩაატარა მიმდინარე მუნდიალზე და უგოლოდ მოედანი არ დაუტოვებია. მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე ურიბემ 35 მეტრიდან გაისროლა და პიკფორდმა ბოლო მომენტში მოასწრო კუთხრზე ბურთის გადადგებდა. ეს იყო პირველი კუთხური, რომელიც კოლუმბიამ ჩააწოდა და გოლი გაიტანა. იერი მინამ ყველას აჯობა მეორე სართულზე.

დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც გოლი არ გასულა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა. კოლუმბიელებმა კარგად დაიწყეს, სამიდან სამი შეაგდეს, ხოლო ამავე მონაკვეთში ჯორდან ჰენდერსონმა გააცუდა და სამხრეთ ამერიკელები მეოთხედფინალს მიუახლოვდნენ. აი, ბოლო ორი პენალტიდან კოლუმბიამ ვერცერთი გაიტანა. ურიბემ ხარიხას დაუმიზნა, ბაკას კი მეკარემ აჯობა. დაიერის დარტყმის შემდეგ კი, ნათელი გახდა, რომ ინგლისი შემდეგ ეტაპზე გავიდა. სხვათა შორის, ალბიოენელბმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პენალტების სერიაში პირველად მოიგეს.

კოლუმბია – ინგლისი 1:1 პენ: 3:4 (0:0)

მოსკოვი, “ატკრიტიე არენა”

მაყურებელი: 44 190

კოლუმბია (4-3-2-1): ოსპინა; არიასი (ძაპატა 116), იერი მინა, დ. სანჩესი, მოხიკა; კ. სანჩესი (ურიბე 79), ბარიოსი, ლერმა (ბაკა 61); კუადრადო, კინტერო (მურიელი 88); ფალკაო

მწვრთნელი: ხოსე პეკერმანი

ინგლისი (3-5-2): პიკფორდი; უოლკერი (რაშფორდი 113), სტოუნსი, მაგუაირი; ტრიპიერი, ლინგარდი, ჰენდერსონი, დელე ალი (დაიერი 81), იანგი (როუზი 102); სტერლინგი (ვარდი 88), კეინი

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

გოლები: 0:1 კეინი (57, პენ), 1:1 იერი მინა (90)

გაფრთხილება: ბარიოსი (41), არიასი (52), კ. სანჩესი (54), ფალკაო (63), ბაკა (64), კუადრადო (118) – ჰენდერსონი (56), ლინგარდი (69)

პენალტების სერია: 1:0 ფალკაო, 1:1 კეინი, 2:1 კუადრადო, 2:2 რაშფორდი, 3:2 მურიელი, 3:2 ჰენდერსონი (მეკარე), 3:2 ურიბე (ხარიხა), 3:3 ტრიპიერი, 3:3 ბაკა (მეკარე), 3:4 დაიერი

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 16 (2) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: მარკ გეიგერი (აშშ)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჰარი კეინი (ინგლისი)

0.453732