სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:32 | 3.07.2018 | ნანახია 4873 - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში

გიორგი არაბიძემ დონეცკის "შახტარი" დატოვა და კარიერა პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბინადარ "ნასიონალში" გააგრძელებს. როგორც პორტუგალიური გუნდის ვებგევრდი იტყობინება, ქართველ შემტევთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა. ამრიგად, არაბიძემ "შახტარი", რომლის ღირსებას 2015 წლიდან იცავდა უკვალოდ დატოვა. ჩვენებურს ძირითად გუნდში თავის გამოჩენის შესაძლებლობას დონბასელთა მთავარი მწვრთნელი არ აძლევდა და ძირითადად მეორე გუნდში უწევდა თამაში.

რაც შეეხება "ნასიონალს", გასული სეზონი ქვედა ლიგაში გაატარა, რომელიც 71 ქულით მოიგო და შესაბამისად, ახალი სეზონიდან მთავარ ლიგაში ითამაშებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი კოშტინიაა, რომელიც თავის დროზე პორტუგალიის ნაკრებისა და "პორტუს" ნახევარდაცვის შეუცვლელი ფიგურა იყო. საინტერესოა, რომ "ნასიონალის" აკადემიაში 1995-1997 წლებში კრიშტიანუ რონალდუ იმყოფებოდა.

არაბიძე პრიმეირა ლიგაში მესამე ქართველი იქნება. დამდეგ სეზონში ამავე ლიგაში გიორგი მაკარიძე და ავთო ებრალიძეც ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:51 | 05.07.2018
ilia_juventus (1041)

ცხოვრებაში სულ რამოდენიმე შანსი გეძლევა. ერთიც რომ გამოიყენო წარმატებას მიაღწევ. ამაზე მეტი შანსი რა უნდა მიეცეს ფეხბურთელს საინტერესოა წარმატებები

14:42 | 04.07.2018
თორღვა პანკელი (810)

წარმატებები გიორგის! აწი ყველაფერი მის ხელშია, თუ მოინდომებს შეუძლია გაცილებით უკეთეს გუნდებს გაუჩინოს ინტერესი.

13:42 | 04.07.2018
პანტელეიმონი (3874)

+1

12:27 | 04.07.2018
sul2 (180)

პირდაპირ პორტუმ ან ბენფიკამ რო აგიყვანოს არაა ადვილი, მაგრამ ბოავიშტას ან ბრაგას დონეს კი გაქაჩავდა და სპორტინგიც პრინციპში. ამ კლუბებს მაინც უფრო მაღალი დონის ინფრასტრუქტურა აქვთ. გიორგის ვულოცავ სულით და გულით

00:59 | 04.07.2018
dinamo222 (4068)

აკი კაშია უჩალიჩებსო ვიტესს ? ალბათ კაშია რომ წავიდა ვიტესიდან მაგიტომ ჩაიშალა ეგ ვარიანტი სად ვეძებო ეხლა პორტუგალიის ჩემპიონატის რეპორტაჟებიი D თუმცა მაინც მაგარია იმ ნაბ...ფონსეკას რო მოშორდა !

01:11 | 04.07.2018
mjgiri (1980)

პორტუგალიის უმაღლესში ეხა 3 ქართველი იქნება

23:51 | 03.07.2018
gionat (2171)

კარგი ლიგაა ტექნიკური ფეხბურთელისთვის და თავი თუ არ გადაიფასა და სწორად მიუდგა საქმეს დიდი შანსი აქვს წარმატების.

23:49 | 03.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (8923)

კაი ვარიანტია

23:23 | 03.07.2018
Dimitriusi GV@rdiol@ (1051)

რა იმედებს ვამყარებდი ამაზე და ეხა სად ამოყო თავი ?

23:22 | 03.07.2018
Dimitriusi GV@rdiol@ (1051)

ძაან კაი მოცილდა შახტარს სათამაშო რო ექნება )) წარმატებები ან ამდენი ხანი დაბმული იყო ?

22:54 | 03.07.2018
sabonis (8121)

მთავარია რუსეთში არ წავიდა, აწი იშრომოს ნიჭი არ აკლია და წარმატებები მოვა.

22:11 | 03.07.2018
BEERTRANCE (97213)

წარმატებები

22:03 | 03.07.2018
mjgiri (1980)

ჭანტურიასავით ეგეც თავს იფუჭებს მგონია

21:56 | 03.07.2018
mjgiri (1980)

ამას მემგონი თავისი თავი მართლა მესი გონია.ჯერ არ მისულა და ამბობს შეიძლება ერთ წელიწადში წავიდეო.ეგეთი აზროვნებით ბევრს ვერ მიაღწევს..იმედია ვცდები

14:24 | 05.07.2018
v.k. (111)

ზუსტად ეგ მომხვდა მეც თვალში. ჯერ არაფერი გაუკეთებია, არაფრისთვის მიუღწევია და ეს პორტუგალიური გუნდი უკვე შეუფერებლად მიაჩნია. ესაა არასწორი მიდგომა და საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენები.

21:42 | 03.07.2018
XoMe (712)

ძაან კაი : )

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.068641