ფეხბურთი

19:25 | 3.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

რიად მაჰრეზი "მანჩესტერ სიტიში"

ინგლისის ჩემპიონი “მანჩესტერ სიტი” რიად მაჰრეზის შეუთანხმდა. Sky Sports-ის ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და ალჟირელი ფეხბურთელი მიმდინარე კვირაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

შეთანხმების საფუძველზე “ლესტერ სიტი” რიადის სანაცვლოდ 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

27 წლის რიად მაჰრეზი “ლესტერში” 2014 წლიდან თამაშობდა და 2015-2016 წლების სეზონში “მელიების” მოულოდნელ ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. გასულ სეზონში აფრიკელმა შემტევმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 36 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10969