ფეხბურთი

17:25 | 3.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო მარადონა მზადაა არგენტინის ნაკრები უფასოდ გაწვრთნას

დიეგო არმანდო მარადონა მზადაა არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდეს და უხელფასოდ იმუშავოს. ამის შესახებ დიეგომ ტელეკომპანია TeleSUR-თან საუბარში განაცხადა.

“მზად ვარ არგენტინის ნაკრებში მწვრთნელის პოსტზე დავრუნდე, თუნდაც ხელფასის გარეშე. ხალხი ფიქრობს, ამ სიტუაციით კმაყოფილი ვარ, მაგრამ სინამდვილეში მწუხარებას განვიცდი და თავს ცუდად ვგრძნობ. ვფიქრობ, რაც ჩვენი ძალისხმევით აშენდა, ყველაფერი განადგურდა.

57 წლის ასაკში ჩემთვის მტკივნეულია, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი ნაკრები დამარცხდა გუნდთან, რომელიც მუნდიალზე საუკეთესო არაა.

ჩემი აზრით, მუნდიალის ფავრიტი ბრაზილიაა. ესაა მყარი გუნდი, მომწონს ტიტეს მეთოდები, როგორც მოამზადა ნაკრები”, - განაცხადა მარადონამ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთთან (3:4) დამარცხდა. დიეგო მარადონა კი “ალბისელესტეს” 2008-2010 წლებში ავარჯიშებდა.

0.118125