ფეხბურთი

16:10 | 3.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო იერომ დიეგო კოშტას არ დაუჯერა: "ხომ გეუბნებოდი?!"

ესპანეთის ნაკრების მთავარმს მწვრთნელმა ფერნანდო იერომ დიეგო კოშტას რჩევა არ გაითვალისწინა. Marca-ინფორმაციით, “ფურია როხას” ფორვარდი იეროს ურჩევდა, რომ რუსეთთან პენალტების სერიაში კოკესთვის თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება არ მიეცა, მაგრამ მწვრთნელმა მას არ დაუჯერა.

კოკე და დიეგო კოშტა “ატლეტიკოში” თანაგუნდელები არიან და როგორც ჩანს, დიეგოს კარგად მოეხსენებოდა თანაგუნდელის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. საბოლოოდ, კოკე მაინც მივიდა ბურთთან და პირველი იყო, რომელმაც იგორ აკინფეევს ვერ აჯობა.

დიეგო კოშტა კი გაცუდებული პენალტის შემდეგ იეროს მიუბრუნდა და თავისი სიტყვები შეახსენა: “მე გეუბნებოდი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.108685