საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და ბოულინგ-კლუბ Ballroom-ის პარტნიორობით კიდევ ერთი საინტერესო ტურნირი ჩაატარა. Ballroom-ში მედიის ღია ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც რამდენიმე სპეციალურმა სტუმარმაც მიიღო მონაწილეობა. ტურნირში 13 გუნდი ჩაერთო. პირველ ეტაპზე 7 საუკეთესო გადავიდა შემდეგ დონეზე და ფინალურ ეტაპზე 4 საუკეთესო დარჩა. ტურნირის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა თბილისის მერიის გუნდმა (589 ქულა, პირველ ეტაპზე), მაგრამ მერიის დაგეგმილი აქტივობის გამო, გუნდი მოიხსნა ფინალიდან და ვერ დაასრულა თამაში. საბოლოოდ, საუკეთესო შედეგი რუსთავი 2-მა აჩვენა (494) და დამსახურებლუად გახდა ჩემპიონი. ვულოცავთ კოლეგებს ამ წარმატებას! მეორეზე გადის სტაბილურად სტაბილური Nick and Dave (486), მესამე ადგილზე - საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გუნდი (484). საინტერესო იყო. მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი): "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის და სპორტის სამინისტროს. დიდი მადლობა ჩვენს სტაბილურ პარტნიორს Ballroom-ს მონაწილეებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნისთვის. მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს ენთუზიაზმისთვის და ლტოლვისთვის. გელოდებით შემდეგ ტურნირზე." საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია მადლობას უხდის საინფორმაციო მხარდაჭერისთვის ტელეკომპანიებს "იმედს", რუსთავი 2-ს, რადიო "ჯაკოს", www.worldsport.ge-ს, www.ipress.ge-ს , www.lelo.ge-ს. და მიდით Ballroom-ში. იქ ყველაზე მაგარია.







