ფეხბურთი

15:12 | 3.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრებში ლიოვის მომავალი გაირკვა

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და იოაჰიმ ლიოვის გზები არ გაიყრება. როგორც გერმანული მედია იტყობინება, გამოცდილმა სპეციალისტმა თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

Bild-ის ინფორმაციით, აღნიშნული ცნობა დაადასტურა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა რეინარდ გრინდელმა:

“ახლა ჩვენი მიზანი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატია”, - თქვა გრინდელმა.

შეგახსენებთ, რომ ლიოვის თავკაცობით გერმანია მიმდინარე მუნდიალზე წარუმატებლად გამოვიდა და ჯგუფში ჩარჩა. იოაჰიმს, რომელიც “ბუნდესნაკრებს” 2006 წლიდან წვრთნის, კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. საინტერესოა, რომ მან ახალი ხელშეკრულება მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10975