ფეხბურთი

14:20 | 3.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

24 წლის მექსიკელი ფეხბურთელი სანაკრებო კარიერას ასრულებს

მექსიკის ნაკრების 24 წლის მცველი კარლოს სალსედო სანაკრებო კარიერის დასრულებამს აპირებს. როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბრაზილიასთან (0:2) მარცხის შემდეგ განაცხადა, დრო სჭირდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

“ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ, დრო მჭირდება, რადგან უნდა დავფიქრდე ჩემს მომავალზე ამ გუნდში. ვამაყობ, რომ მექსიკის ნაკრებში მუნდიალზე ვითამაშე, მაგრამ დაფიქრება მჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად. ვნახოთ, რა მოხდება”, - განაცხადა სალსედომ.

კარლოს სალსედო მექსიკის ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს და დღემდე 25 მატჩი ჩაატარა. საკლუბო დონეზე ამჟამად “აინტრახტის” რიგებში ირიცხება, ხოლო მანამდე “ფიორენტინას”, “გვადალახარასა” და “სოლტ ლეიკის” რიგებში ითამაშია.

0.117016