მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპის ბოლო სათამაშო დღეა. შვედეთის ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება და ორივე გუნდისთვის მეოთხედფინალი დიდი წარმატება იქნება.
შვედებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე და მერე პლეი-ოფში მოხდენილი სენსაცია არ იკმარეს და რთულ ჯგუფში იპირველეს. აჯობეს რა, მექსიკას, სამხრეთ კორეასა და გერმანიას. თავის მხრივ, შვეიცარიის ნაკრები საოცარი სტაბილურობით გამოირჩევა და ბოლო 2 წელიწადში ერთადერთი თამაში წააგო. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი მიმდინარე მუნდიალზე ერთადერთია, რომელმაც ბრაზილიასთან არ წააგო და შვეიცარიელები პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდნენ.
შვედეთის ნაკრები მერვედფინალში 2006 წლის შემდეგ არ ყოფილა, ხოლო ეს ეტაპი ბოლოს 1994 წელს დაძლია. თავის მხრივ, შვეიცარიის ნაკრებმა მეოთხედფინალში ბოლოს 1954 წელს ითამაშა. შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დღეს კაპიტან სტეფან ლიხშტაინერსა და ცენტრალურ მცველ ფაბიან შარს, ხოლო შვედთა თავკაც სებასტიან ლარსონ ვერ დაიხმარს. სამივე ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია, რადგან ჯგუფურ ეტაპზე ორ-ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრეს.
ისტორია
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ეს გუნდები დღეს პირველად შეხვედებიან ერთმანეთს, მაგრამ ისტორიას 27 მატჩი ახსოვს. სრული თანაფარდობაა: 10-10 მოგება/წაგება და 7 ფრე. ბოლო დაპირისპირება კი, 2002 წლით თარიღდება, როდესაც ამხანაგურ შეხვედრაში გუნდებმა გოლები გაცვალეს.
რაც შეეხება ბოლო ოფიციალურ დაპირისპირებას, ის 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა. შვეიცარიამ მაშინ შინ 4:2 მოიგო, ხოლო სკანდინავიაში ფრე დაფიქსირდა 0:0. თუმცა, ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ, 1994 და 1995 წლებში.
გაყვითლებული ფეხბურთელები
როგორც უკვე ვთქვით, ლიხშტაინერი, შარი და ლარსონი ყვითლების გამო დღევანდელ შეხვედრას გამოტოვობენ. იგივე საფრთხე მეოთხედფინალში დაემუქრებათ, თუ დღეს გაფრთხილებას მიიღებენ ბეჰრამი, შაქირი და ზაკარია შვეიცარიელთა მხრიდან, ხოლო შვედეთის ნაკრებში ფრთხილად თამაში ლუსტიგს, კლაესონსა და ეკდალს მართებთ.
სავარაუდო შემადგენლობა
სანქტ-პეტერბურგი, 18:00 საათი
შვედეთი (4-4-2): ოლსენი; ლუსტიგი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი; კლაესონი, სვენსონი, ეკდალი, ფორსბერგი; ტოივონენი, ბერგი
შვეიცარია (4-2-3-1): სომერი; ლანგი, ჯურუ, აკანჯი, როდრიგესი; ბეჰრამი, ჯაკა; შაქირი, ჯემაილი, ცუბერი; დრმიჩი
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)
იანე ანდერსონი (შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “რთული მატჩი გველოდება, მაგრამ მე ვენდობი ჩემს ბიჭებს და დარწმუნებული ვარ მათ შესაძლებლობებში. თამაშის გეგმა რა თქმა უნდა, უკვე შემუშავებული გვაქვს, მაგრამ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით”.
ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაში ჩვენ პრობლემები გვქონდა, მაგრამ დღეს თამაშის კონტროლს პირველივე წუთიდან ვაპირებთ. ჩვენთან ერთად სანქტ-პეტერბურგში ქომაგებიც იქნებიან, რომლებიც აქ ჩვენს მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ. როგორც ჩანს, შვეიცარიაში ყურადღება დავიმსახურეთ”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ზღვის გოჭი ( კორბენა) მესის გარეშე არგენტინა გავს ინგლისის ნაკრებს. ლამპარდი ჯერარდი ტერი რუნი და ტუ ვინმე ვარსკვლავი არსებობდა ყველა იქ რომ იყო მაგრამ სამში გრძელს რომ იგებდნენ

კარგია ეგრე ჯობდა ახლა სავარაუდოდ ვინმეს დანიშნავენ დროებით მერე კი ჩოლო იმედია.
ბიანკი ნამდვილად იმსახურებს ,მაგრამ არა მგონია დანიშნონ, ასაკის გამო. სიმეონე და პოჩეტინიო ალბათ არ დათანხმდებიან, ვითომ სამპაოლი,ასეთ მცირე დროში რამეს უკეთესობისკენ შეცვლის?
მცირე დრო არ აქვს. ამ შესარჩევიდან მაინც გავლენ, ადვილი კალენდარიც აქვთ და ბოლობოლო ხომ უნდა ინამუსონ ? როდემდე უნდა იყვნენ ყველას დასაცინნი, მესის გარეშე არაფერი შეგიძლიათო DDD
როგორც გავიგე სამპიოლი ინიშნება!!
ისე მთAვარია ვინმე ნორმალური მოიყვანონ!!!
რამდენიმე კარგი ვარიანტი ექნება არგენტინას: სიმეონე, პოჩეტინიო, სამპაოლი.
მე პირადად, მარსელო გალიარდოსაც გავუწევდი რეკომენდაციას, რივერ პლეიტის თავკაცს.
რატომღაც მგონია, რომ ბიელსას დააბრუნებენ.
სხვათა შორის, ნაკრებში არც კარლოს ბიანკის უმუშავია და საინტერესოა, თუ შესთავაზებენ. ალბათ, დათანხმდება.
ყველა დაკავებულია, მაგრამ აუცილებელია რომელიმე ამათGან იყოს. სამპიოლიმ თქვა რომ მესსისთან უნდა თანამშრომლობა. ნუ ეს რომ წავიდა ძაან გამიხარდა!!!
ყველა ნორმალური მწვრთნელი დაკავებულია - ჩოლოც, სამპაოლიც, პოჩეტინოც, ბიელსაც, პეკერმანიც(ყველაზე მეტად ეს მომწონდა).
მე მგონი ისევ დიეგოს სთხოვენ, გვიშველეო DDDDDDDDD
ბიელსა თავისუფალია ჯერჯერობით, ლაციოდან წამოვიდა წინა ზაფხულში.
პეკერმანიც კარგი ვარიანტი იქნებოდა, გეთანხმები.
აი, დიეგოზე რა გითხრა. ისეთი ტიპია, რომ შესთავაზონ, დაბრუნდება. მაგრამ მგონი არ დაუძახებენ.
ჰო თავისუფალი ყოფილა ბიელსა. რატომღაც მეგონა, რომ საფრანგეთში იყო DDDD
დიეგო ისეთი ნაგლია, რო მიუშვა მიკროქირურგიული ოპერაციის გაკეთებაზეც მოაწერს ხელს DDDDDDDD დიდი იმედი მაქვს რომ არ შესთავაზებენ მწვრთნელობას, აზრზე არაა მაგ საქმის.
ჩოლო პოჩეტინიო სამპიოლი, აი ვინმე ნორმალური, პეკერმანი ან ბიანკი. მოკლედ არჩევანი დიდია მთავარია რომელიმე დაიკეროს
)) ისე სამპიოლი მოდის თან მესსის ევასება
)