საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ ავსტრიასთან (98:73) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. სანაძის განცხადებით, სერბეთთან მტკივენული მარცხის შემდეგ გუნდი უფრო შემართული იყო და შედეგსაც მიაღწია.
დუდამ აღნიშნა, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე ადვილი არ იქნება თამაში, მაგრამ ნაკრები ბოლომდე დაიხარჯება.
“წინა თამაშთან შედარებით უფრო მეტი ენერგიით გამოვედით, რადგან სერბეთთან შეიძლება ითქვას შევრცხვით და ამიტომ, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე უფრო მეტი მოტივაცია გვქონდა. როდესაც, 20-30 ქულით ვიყავით წინ, გაჩერება არ გვსურდა, რადგან ხალხიც ნაკლები იყო დარბაზში, ვიდრე სერბეთთან და ეს მოტივაციითვის გამოვიყენეთ.
მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე არ იქნება ადვილი, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და დავამტკიცებთ, რომ თამაში შეგვიძლია, რაც უნდა ნაკლები შემადგენლობით ვითამაშოთ”, - განაცხადა სანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე გადაინაცვლა. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქეები საბერძნეთის, ისრაელისა და ესტონეთის ნაკრებები იქნებიან, ხოლო შეხვედრები მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება.