კალათბურთი

21:55 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი: "ბედნიერი ვარ, რადგან ვაგრძელებთ ბრძოლას"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ავსტრიასთან (98:73) მატჩი მოკლედ შეაფასა. ქართველი ცენტრის განცხადებით, ბედნიერია, რადგან საქართველოს ნაკრები მეორე ეტაპზე გავიდა.

“პირველ რიგში ვულოცავ ჩემს გუნდს, ჩემს მწვრთნელს. საქართველოს ნაკრები აგრძელებს შესარჩევ ეტაპზე თამაშს და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ბედნიერი ვარ, რომ სექტემბერში ისევ ვითამაშებთ და იმედია, კარგ კალათბურთს ვაჩვენებთ.

სერბეთთან ძალიან ცუდად ვითამაშეთ, დაცვაშიც, შეტევაშიც. ამ მატჩის მერე მოვემზადეთ და დღეს ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ”, - თქვა შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი შესარჩევი ეტაპი მესამე ადგილზე დაასრილა (2 მოგება, 4 წაგება) და მეორე ეტაპზე გადაინაცვლა, რომელიც მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დაიწყება და 2019 წლის 24 თებერვალს დასრულდება.

0.112742