ფეხბურთი

19:59 | 2.07.2018 | ნანახია 1817 - ჯერ

დამაჯერებელი ბრაზილია

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. “სელესაომ” მერვედფინალურ სტადიაზე მექსიკის ნაკრები ერთი შეხედვით მძიმედ, მაგრამ რეალურად საკმაოდ ადვილად დაამარცხა.

ბრაზილიამ 2:0 მოიგო, თუმცა ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. “პენტაკამპეონები” მთელი თამაში დომინირებდნენ და შეიძლებოდა გაცილებით დიდი სხვაობაც დაეფიქსირებინა. მექსიკამ მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა ოდენ საწყის წუთებში გაუწია, ხოლო პირველი ტაიმის შუაწელიდან ბრაზილიელებმა ხელთ იგდეს სათამაშო უპირატესობა და სახიფათო მომენტების შექმნაც დაიწყეს. რომ არა გილერმო ოჩოა, ანგარიში ანტრაქტამდეც გაიხსნებოდა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დასაწყისშივე ტაბლოზე ორი ნულიანი აღარ ეწერა.

ვილიანი საჯარიმოში შეიჭრა და კარის გასწვრივ ჩინებული გადაცემა გააკეთა. გაბრიელ ჟესუსმა ბურთი ვერ ჩაჭრა, მაგრამ იქვე იყო ნეიმარი, რომელმაც ცარიელ კარში მარტივად გაიტანა. მექსიკაც სცადა მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ კარლოს ველას ერთ სახიფათო დარტყმას თუ არ ჩავთვლით, მეტი ვერაფერ გააწყო, ხოლო საპასუხოდ, ბრაზილია ცდას არ აკლებდა მეორე გოლის გასატანად. გაიტანა კიდეც, ოღონდ ბოლოსკენ.

სხვათა შორის, ძალიან გავდა პირველ გოლს – ამჯერად, საჯარიმოში ნეიმარი შეიჭრა, რომელმაც კარგი პასით ცარიელ კარში რობერტო ფირმინოს გაატანინა და მატჩიც დასრულდა – 2:0.

სხვათა შორის, მექსიკის ნაკრები ზედიზედ მეშვიდედ დამარცხდა მუნდიალის ნახევარფინალში. ამასთან, უშუალოდ ბრაზილიასთან მსოფლიოს ჩემპიონატზე მეხუთე მოუგებელი და თანაც, უგოლო შეხვედრა ჩაატარა. ასე რომ, “აცტეკებისთვის” მუნდიალი დასრულდა და სამომავლოდ ამ ჩემპიონატიდან ოდენ გერმანიის ნაკრების დამარცხება თუ გაახსენდებათ ტკბილად.

ბრაზილიის ნაკრები აგრძელებს დომინირებას და აშკარად ჩანს, რომ “სელესაო” ფავორიტთა ფავორიტია. ტიტეს გუნდი შედეგბსაც აჩვენებს და რაც მთავარია, თამაშის ხარისხიც მაღალი დონისაა. სამხრეთ ამერიკელები მეოთხედფინალში მეტოქეს დაელოდებიან, რომელიც ცოტა ხანში გაირკვევა ბელგიისა და იაპონიის შეხვედრაში.

ბრაზილია – მექსიკა 2:0 (0:0)

სამარა, “სამარა არენა”

მაყურებელი: 41 970

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი; ფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, ფილიპე ლუისი; კაზემირო, პაულინიო (ფერნანდინიო 80); ვილიანი (მარკინიოსი 90), კოუტინიო (ფირმინო86), ნეიმარი; გაბრიელ ჟესუსი

მწვრთნელი: ტიტე

მექსიკა (4-3-3): ოჩოა; ალვარესი (ჯონათან დოს სანტოსი 55), აიალა, სალსედო, გალიარდო; ერერა, მარკესი (ლაიუნი 46), გუარდადო; კარლოს ველა, ჩიჩარიტო (ხიმენესი 60), ლოსანო

მწვრთნელი: ხუან კარლოს ოსორიო

გოლები: 1:0 ნეიმარი (51), 2:0 ფირმინო (88)

გაფრთხილება: ფილიპე ლუისი (43), კაზემირო (59) – ალვარესი (38), ერერა (55), სალსედო (77), გუარდადო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (10) – 13 (1) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 8:7 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ნეიმარი (ბრაზილია)


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:59 | 03.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ბრაზილია ბელგია იმედია საფრანგეთი არგენტინის მსგავსი თამაში გამოვა

16:25 | 05.07.2018
NGoLo KaNte (36472)

+

10:27 | 03.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ფირმინო ათამაშე შე ყ ეო მაგას რა მიხვედრა უნდა ჟესუსსს ყ ზე რო იხევს

07:54 | 03.07.2018
temooo82 (1953)

ბრაზილიის ჩემპიონობა და კეინის ბომბაედირპბა მიდევს... დღეს კეინის დუბლი მინდა...

00:39 | 03.07.2018
kimo (139)

10-ჯერ დაარტყეს კარში და 2 შეაგდეს.ეს შედეგი ბრაზილიისთვის დამაჯერებლობას ნაღდად არ ნიშნავს.

22:24 | 02.07.2018
lagashi (6738)

კომენტატორი: საკმაოდ სენსაციური გამოდგა ეს ჩემპიონატი, აი ისეთი გუნდები შემორჩნენ, როგორებიცაა შვედეთი, შვრიცარია,კოლუმბია, იაპონია. მერვედფინალში რა 16 ქვეყანას მოიაზრებს საინტერესოა ეს კაცი

22:21 | 02.07.2018
drogba-11 (13246)

აი ეხლა ჩემი აზრი უნდა გამოვთქვა და მერე არ დაიწყოთ ეს რა მსოფლიოა გრანდი აღარ დარჩაო მგონია რო კოლუმბია გააგდებს ინგლისს და მერე არ დაიწყოთ ასე და ისე ვაი ვუი და დააკნინოთ მუნდიალი რაც თავში ვახსენე მაგ მხრივ

22:27 | 02.07.2018
lagashi (6738)

ინგლისი თუ გავარდა კოლუმბიასთან მაშინ ვის მოიაზრებ ფინალისტად ამ ფრთიდან?

22:36 | 02.07.2018
drogba-11 (13246)

Ravi xorvatias albat

23:01 | 02.07.2018
lagashi (6738)

მაგ მხრიდან მხოლოდ ინგლისს და შვედეთს აქვთ ფინალში თამაშის გამოცდილება და არა მგონია რომელიმე უისტორიო გუნდი გაიჩითოს ფინალში

21:52 | 02.07.2018
KoRBeN DaLLaS (24846)

ამბობენ, თამაშის წინ ვილიანმა მექსიკელებს ეროვნული სიამაყე - მწარე წიწაკა მოპარა და შავ საკუარში გამოისვაო
რა ირბინა მაგ ჩემაალამ.

21:54 | 02.07.2018
drogba-11 (13246)

თასი დაიდოს ფორუმზე კორბენიშე DDDDDDDDDDDDDDD

22:06 | 02.07.2018
KoRBeN DaLLaS (24846)

მეოთხედფინალში სავარაუდოდ ბელგია, ნახევარფინალში სავარაუდოდ საფრანგეთი, ფინალში სავარაუდოდ ინგლისი...
ჯერ რა დროს თასი და გულაობაა დროგბას შემოვევლე ?

22:18 | 02.07.2018
drogba-11 (13246)

ოპტიმისტი ვარ რავქნა )) ისე ამ ბელგიას რა უნდოდა 3 ადგილისთვის ბრძოლა არ ნდომებია რას უგებდა ინგლისს გამწარებული ფრე რო ეთამაშა ვინ გაკიცხავდა?

21:49 | 02.07.2018
lagashi (6738)

მოსაბეზრებელიც კია ეს მექსიკა რა, მსოფლიო ჩემპიონატის მუდმივი მონაწილე რომლისთვისაც ფეხბურთი 1/8 ფინალის იქეთ არ არსებობს

21:11 | 02.07.2018
წინ ბათუმის დინამოო (334)

ნეიმარისთანა ბალერინებს რომ ვუყურებ რაგბი მენატრება

00:30 | 03.07.2018
dinamo78 (543)

კრიკეტს უყურე,ან ბობსლეის,ბალახის ჰოკეის და ა.შ.

20:21 | 02.07.2018
mjgiri (8951)

მოკლედ,მძ*ნერიც არ იყო და მწვერვალსაც ვერ შეწვდა,როგორც ტოტენჰემი

20:07 | 02.07.2018
ogafa (10230)

ყოჩაღღ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.275445
სარეკლამო ადგილი - 99
X x X