იტალიურმა “მილანმა” ორი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ესპანელი პეპე რეინა და ხორვატი ივან სტრინიჩი დღეიდან “როსონერის” მოთამაშეები არიან.
ამ ფეხბურთელების “სან სიროზე” გადასვლა აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ოფოციალურად დღეს დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ იტალიელებმა ხორვატი და ესპანელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს.
პეპე რეინამ, რომელიც აქამდე “ნაპოლიში” თამაშობდა, ორწლიანი, ხოლო “სამპდორიას” ყოფილმა მცველმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ინტერის და რომას ტრანსფერები მომეწონა ძაან.მომავალ სეზონში გამოცოცხლდება სერია.არ გამიკვირდება რომას გაჩემპიონება.
კაია რეინა კაი სკამი იქნება სტრინიჩი კიდე მსოფლიოზე ისე თამაშობს დასვავს როდრიგესს სკამზე ფასონეს 2-3 კაი ტრანსფერსაც გავაკეთებთო და კონკურეტგასაწევი ძალა გახდება მილანი ოთხეულისთვის ბრძოლაც სერიოზულად დაიძაბება