ფეხბურთი

14:24 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლი არგენტინას დატოვებს

არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ხორხე სამპაოლი დატოვებს. TNT Sports-ის ინფორმაციით, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია და სამპაოლი შეხვდნენ, რის შემდგომაც გადაწყდა, რომ “ალბისელესტეს” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

აღსანიშნავია, რომ თავად სამპაოლი არ აპირებდა პოსტიდან წასვლას და შესაბამისად, მას ფედერაცია ათავისფლებს. ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში საფრანგეთთან (3:4) დამარცხდა და ტურნირი დატოვა.

0.114697