ფეხბურთი

12:19 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლივერპულმა" სალაჰს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

ინგლისურმა “ლივერპულმა” მოჰამედ სალაჰს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც “წითლების” ვებგვერდი იტყობინება, ეგვიპტელი შემტევი “ენფილდ როუდზე” 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

სალაჰი ინგლისურ გრანდს გასულ ზაფხულს შეუერთდა და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. გასულ სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირის ჩათვლით 52 მატჩში 44 გოლი გაიტანა.

სალაჰი გახდა პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი 32 გოლით, ჩემპიონთა ლიგაზე კი, ფინალში ითამაშა.

0.113409