გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე უხეირო გამოსვლამ სრულიად გერმანია გაანაწყენა და უკანასკნელ დღეებში ვისაც კი არ ეზარება, ყველა “ბუნდესქვეყნის“ უპირველესი გუნდის გაბაიბურებაში, კრიტიკაში და პანღურის ძალმოსილად რტყმაშია.
საერთო ტენდენციას არ ჩამორჩა ცნობილი გერმანელი მოდელი, ფიონა ერდმანი, რომელმაც გერმანელ ფეხბურთელებს “წარმატებებით გადაღლილი უსულგულო ადამიანები“ უწოდა და დაიწუწუნა, სულ ტყუილად მქონდა ამ უხეიროების იმედი და არამი იყოს მათზე ჩემი ნერვიულობა და ორთავ თვალიდან დაღვრილი ცრემლიო.
ფიონა ერდმანი მართალია გერმანიის საფეხბურთო ნაკრების თილისმად არასოდეს იწოდებოდა და მისი ფიქრნი სულ სხვა ამბებზე დანავარდობდა, ეს ასული ფეხბურთისადმი გულგრილი არასოდეს ყოფილა. უფრო მეტიც, ორი წლის წინ, ფიონას ბედს თონი კროოსტანაც კი აკავშირებდნენ, მაგრამ ის ჭორი ჭორადვე დარჩა.