კალათბურთი

10:30 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსი "ლეიკერსში" ითამაშებს

თანამედროვეობის გამორჩეული კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი კარიერას ლოს ანჯელეს “ლეიკერსში” გააგრძელებს. როგორც ცნობილი გახდა, მხარეები შეთანხმდნენ და 33 წლის კალათბურთელი “ლეიკერსს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ხელშეკრულების თანახმად, ლებრონი ახალ კლუბში 4 წლით ითამაშებს და ა დროის განმავლობაში 154 მილიონ დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, ლებრონ ჯეიმსი ბოლოს “კლივლენდ კავალიერსში” თამაშობდა, რომელიც 2 დღის წინ ოფიციალურად დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116109