ფეხბურთი

0:54 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატია 1/4 ფინალშია

ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ზლატკო დალიჩის გუნდმა დანია ძალზე დრამატულ შეხვედრაში, მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში დაამარცხა. 120 წუთის განმავლობაში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და ეს ყველაფერი საწყის წუთებში მოხდა.

პირველივე წუთზე მარტინ იორგენსენმა ახლო მანძილიდან გაიტანა და დანია დაწინაურდა, ხოლო სამ წუთში ხორვატებმა გაათანაბრეს. სკანდინავიელი მცველების ცუდი თამაშით მარიო მანჯუკიჩმა ისარგებლა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაში წინ იყო, გოლი აღარ გასულა. დაინიშნა დამატებით დრო, სადაც ასევე ვერ შეძლეს გუნდებმა მეტოქის დამწუხრება.

ამასთან, ყველაზე ახლოს ლუკა მოდრიჩი იყო, რომელმაც 115-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მიიღო, თუმცა კასპერ შმეიხელმა ხორვატთა კაპიტანს პენალტი აუღო და შედეგად, საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა.

აქაც, მთავარ როლთან ძალიან ახლოს გახლდათ შმეიხელი, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია, თუმცა, მისი ვიზავი დანიელ შუბაშიჩიც დიდებულად გაისარჯა და მან 5-დან სამჯერ მოახერხა პენალტის აღება. მოკლედ, ხორვატიამ ძალიან დრამატულ სტილში იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ რუსეთს დაუპირისპირდება.

ხორვატია - დანიის მატჩის ვრცელ მიმოხილვას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

0.127168