ფეხბურთი

0:15 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 34 წლის ფეხბურთელმა თავად განაცხადა რუსეთის ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატზე დამარცხების შემდეგ.

“რეალობა ისაა, რომ ეს იყო ჩემი ბოლო თამაში ეროვნულ ნაკრებში. ბრწყინვალე ეტაპი დასრულდა და ზოგჯერ, დასასრული არ გამოდის ისეთი, როგორსაც ველოდებით”, - თქვა ინიესტამ.

საინტერესოა, რომ ინიესტას სანაკრებო კარიერა რუსეთით დაიწყო და ასევე დასრულდა. “დონ ანდრესმა” “ფურია როხას” ღირსება პირველად 2006 წლის 27 მაისს სწორედ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ დაიცვა. აქედან მოყოლებული მან 131 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. ორჯერ გახდა ევროპის (2008, 2012), ხოლო ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი (2010) და ფინალში გამარჯვების გოლი თავად გაიტანა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს მერვედფინალში რუსეთთან მარცხით დაემშვიდობა.

0.111641