მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალურ შეხვედრაში მასპინძელმა რუსეთმა ესპანეთი დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში რუსებმა 4:3 იმარჯვეს.
მატჩის სტარტი ესპანელებისთის წარმატებული გამოდგა. მე-12 წუთზე იგნაშევიჩმა რამოსთან ბრძოლაში ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მე-40 წუთზე წუთიერად რუსეთი გააქტიურდა და ძიუბას თავურის შემდეგ საჯარიმოში პიკეს ბურთი ხელზე მოხვდა. მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც ძიუბამ ზუსტად გამოიყენა და როგორც მერე გამოჩნდა, ძირითადი დროის ანგარიში დააფიქსირა. მეორე ტაიმში ესპანეთს ბურთის ფლობის კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა, რუსეთი მთელი გუნდით თავს იცავდა. პირენელებს შეტევაში ფანტაზია არ ჰყოფნიდათ. ერთფეროვნად უტევდნენ მოკლე პასებით, რითაც რუსეთის დაცვის ზღუდები ვერ გადალახეს. ესპანეთი დამატებითი დროის მეორე ტაიმში უფრო გააქტიურდა და რამდენიმე მომენტი ჰქონდა, თუმცა, აკინფეევმა რამდენიმე კარგი ბურთი აიღო და თავისი ნაკრები გოლისგან იხსნა.
პენალტების სერიაში პირველი ბურთთან ანდრეს ინიესტა მივიდა და ესპანეთი 1:0 დააწინაურა. სმოლოვმა ანგარიში 1:1 გახადა. პიკემ ესპანეთი კვლავ დააწინაურა. იგნაშევიჩი - 2:2. მესამე პენალტის დასარტყმელად კოკე მივიდა, რომელსაც აკინფეევმა აუღო. გოლოვინმა დე ხეას გაუტანა, მაგრამ „მანჩესტერის“ მეკარეს აღების შანსი ჰქონდა. რამოსი - 3:3, ჩერნიშევმა რუსეთი 4:3 დააწინაურა და ბოლოში ასპასმა აკინფეევს ვერ აჯობა და ესპანეთი ტურნირს გამოეთიშა.
რუსეთი ¼-ფინალში ხორვატია-დანიის შორის გამარჯვებულს შეხვდება.
რუსეთი - ესპანეთი 1:1(პ.ს. 4:3)
„ლუჟნიკ არენა“ - მოსკოვი
მაყურებელი: 78 011
ესპანეთი: დე ხეა, პიკე, რამოსი, ნაჩო (კარვახალი 70), ალბა, ბუსკეტსი, კოკე, ასენსიო (როდრიგო 104), ისკო, სილვა (ინიესტა 67) , კოშტა (ასპასი 80)
მწვრთნელი: ფერნანდო იერო
რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშოვი, კუზიაევი (ეროხინი, ზობნინი, გოლოვინი, ჟირკოვი(გრანატი 46), სამედოვი (ჩერნიშევი 61), ძიუბა (სმოლოვი 65)
მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩესოვი









