ლონდონის "არსენალი" და "ლივერპული" ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევის ლუკას ვასკესის დასამატებლად იბრძოლებენ. აღნიშნული ინფორმაცია Marca-მ გაავრცელა.
ესპანური გამოცემა ვარაუდობს, რომ ხულენ ლოპეტეგის კლუბში მოსვლის შემდეგ, ვასკესის მომავალი ჯერჯერობით უცნობია და ინგლისურ კლუბებს შანსი აქვთ აქტიურად იმოქმედონ. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გადახდას დააპირებენ პრემიერლიგის კლუბები ესპანელის სანაცვლოდ.
ვასკესი "რეალის" აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავს. გასულ სეზონში ვასკესმა 53 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.