კატალონიის "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფმა მცველმა მარლონმა შესაძლოა კარიერა "საუთჰემპტონში" გააგრძელოს. როგორც Sky Sports-ი სანდო წყაროზე დაყრდონიბით იუწყება, ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "წმინდანებმა" ესპანელებს 10 მილიონიანი (გირვანქა სტერლინგი) შეთავაზება გაუკეთეს და ბონუსების სახით 2 მილიონსა გადაიხდიან.
მარლონმა "ბარსელონას" ძირითად გუნდში ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობის დროს მხოლოდ 3 მატჩი ჩატარა და სარზერვო გუნდის მოთამაშედ ითვლებოდა. გასული სეზონის დაწყებამდე "ბლაუგრანამ" სამხრეთამერიკელი "ნიცაში" ორწლიანი იჯარის წესით გაუშვა, თუმცა ერთი დღის წინ კლუბში დააბრუნა.
გასულ სეზონში მარლონმა 27 მატჩი ჩაატარა და შეხვედრებს თითქმის შეუცვლელად ატარებდა ხოლმე. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონი ევროა.