ფეხბურთი

13:22 | 1.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტაბარესი: "საფრანგეთთან ჩვენ ძალას გამოვიყენებთ"

ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა პორტუგალიასთან მოგებული მერვედფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქის აშკარა უპირატესობის მიუხედავად, გამარჯვებით ბედნიერია.

"მთავარი ის გახლდათ, რომ ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ და ამიტომაც ვუყურებთ ფეხბურთს. პორტუგალიას ბურთი ეჭირა, ჩვენ ნახევარზე ბევრ დროს ატარებდა და უმჯობესი იქნებოდა ეს ყველაფერი პირიქით ყოფილიყო, თუმცა ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ. კავანის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყი, რადგან ახლა ტრავმის დაზიანების სიმძიმე არ ჩანს."

სამხრეთამერიკელები მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდებიან. მომავალ მეტოქეზე ტაბარესმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მამლებთან" დაპირისპირება მის გუნდს ძალიან გაუჭირდება.

"ჩვენ გუნდური თამაში კარგად გამოგვდის და ეს უნდა დავუპირისპიროთ საფრანგეთს. მათ ორი განსაკუთრებული თავდამსხმელი ჰყავთ კილიან მბაპეს და ანტუან გრიზმანის სახით. შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ უჭირდათ მბაპეს გაჩერება. რთული მატჩი გველოდება, თუმცა შევეცდებით საუკეთესოდ ვითამაშოდ და ჩვენი ძალა გამოვიყენოთ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ შვიდივე შეხვედრა ჩავატაროთ და ვნახოთ რა მოხდება."

საფრანგეთის და ურუგვაის მეოთხედფინალური დაპირისპირება 6 ივლისს 18:00 საათზე დაიწყება.

0.123226