ფეხბურთი

11:45 | 1.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანტუშს რონალდუს ნაკრებში დარჩენის იმედი აქვს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ იცის თუ რას გადაწყვეტს კრიშტიანუ რონალდუ სანაკრებო მომავალთან დაკავშირებით, თუმცა მისი დარჩენის იმედი აქვს.

"კრიშტიანუს ფეხბურთისთვის კიდევ ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია და ვიმედოვნებ, ნაკრებში დარჩება და ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაზრდასა და განვითარებაში დაეხმარება. ჩვენი გუნდი ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა რონალდუ ჩვენთან იყოს." - განაცხადა სანტუშმა.

რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს და 154 შეხვედრაში 85 გოლი აქვს გატანილი. მიუხედავად ასეთი შედეგიანობისა, კრიშტიანუს მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში 514 წუთი ითამაშა და ჯერჯერობით თავი არ გამოუჩენია.

0.111431