ფეხბურთი

11:16 | 1.07.2018 | ნანახია 1858 - ჯერ

დეშამი: "მბაპე რონალდოზე სწრაფია"

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა არგენტინასთან მოგებული მერვედფინალური მატჩის შემდეგ კილიან მბაპეს და ბრაზილიელი რონალდოს შედარების შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

"ხალხს უყვარს ფეხბურთელების შეფასება. ორივე შეტევის ხაზში თამაშობდა, ესე იგი შეიძლება მათი შედარება. რონალდო იყო სწრაფი, მბაპე კი უფრო სწრაფია. რონალდო მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და კილიანს მას ნუ შევადარებთ, რადგან ჯერ 20 წლისაც არაა. ბედნიერი ვარ, რომ მბაპე გუნდში მყავს, მას პროგრესის დიდი პოტენციალი აქვს და ეს უკვე დაამტკიცა." - განაცხადა დეშამმა.

საფრანგეთმა არგენტინა მერვედფინალში 4:3 დაამარცხა. "მამლების" რიგებიდან კი ორი გოლის ავტორი პსჟ-ს შემტევი კილიან მბაპე გახდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:02 | 01.07.2018
ogafa (10211)

ახალგაზრდაა სწრაფია

13:18 | 01.07.2018
ManUtdFan (278)

კოჭებში რო ეტყობოდა ისეთი ტიპია

15:41 | 01.07.2018
ilia_juventus (2091)

კოჭებში იმდენ ქართველს ეტყობოდა და ეტყობა მაგრამ რად გინდა : ))

17:48 | 01.07.2018
BEERTRANCE (97819)

ეგ ქართველი არაა

11:42 | 01.07.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

უდაოდ გამორჩეული ბოვშია.
კი გადამიშლიგინა გულზე და დამტოვა საქომაგო ობიექტის გარეშე, მაგრამ რაც ჩაიდინა მაგრად ჩაიდინა.

0.128065