ფეხბურთი

1:17 | 1.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე მხოლოდ პელეს ჩამორჩა და უსაინ ბოლტს გაუსწრო...

საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ არგენტინის ნაკრებთან საოცარი შეხვედრა ჩაატარა და “მამლების” გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა.

სტატისტიკოსებმა გამოთვალეს და დაადგინეს, რომ 19 წლის კილიანმა პირველი გოლის დროს, როდესაც ის საჯარიმოში წააქციეს და პენალტი დაინიშნა საოცარი სისწრაფე განავითარა – საათში 38 კმ.

საინტერესოა, რომ ეს უფრო მაღალი სიჩქარეა, ვიდრე თვით უსაინ ბოლტის განვითარებული სისწრაფერი 2009 წელს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 100 მეტრზე სპრინტში...

მბაპე მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის, რომელთაც მუნდიალის პლეი-ოფში გაუტანიათ მეორე ადგილზეა (19 წელი და 192 დღე). რეკორდსმენი ისევ ლეგენდარული პელეა, რომელმაც 1958 წელს, 17 წლის ასაკში სამი გოლი გაიტანა სწორედ საფრანგეთის ნაკრების კარში.

“ბედნიერები ვართ და ყველამ ვიცით, რომ ერთად ყოფნით დიდ შედეგს მივაღწევთ. ასე იყო დღესაც და შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ. ახლა მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. ჩემი დუბლი? – ვამაყობ, მაგრამ არ შევწყვეტ შრომას იმისთვის, რომ გავხდე კიდევ უფრო ძლიერი”, - განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, საფრანგეთმა არგენტინის ნაკრები 4:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.116184