ბრაზილიელი გულშემატკივარისთვის მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი საბედისწერო გამოდგა. ტამრა მაიოჩი მეგობრებთან ერთად სან პაულუს შტატში “სელესაოსა” და სერბეთის მატჩს უყურებდა, როდესაც მისმა გუნდმა აღნიშნულ დაპირისპირებაში გამარჯვება მოიპოვა, გახარებულ 30 წლის გულშემატკივარს ღვინით სავსე ჭიქა ხელიდან გაუვარდა და მის ნამსხვრევებზე დაეცა.
The Sun-ის ინფორმაციით, გოგონა გამარჯვების აღსანიშნავად წამოხტა და იატაკზე ფეხი დაუცურდა, რის შემდგომაც ჭიქის ნამსხვრევებმა ყელზე ვენა გადაუჭრა.
მეგობრები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა ამაოდ. დაახლოებით 1 საათში, დიდი რაოდენობის სისხლის დაკარგვის გამო, ახალგაზრდა ქომაგი გარდაიცვალა.