მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალური სტადია იწყება. 18:00 საათიდან, ყაზანში, საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებები ითამაშებენ. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებები არაა და დიდიე დეშამი იმ ფეხბურთელებით იწყებს თამაშს, რომლითაც ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა.
აი, ხორხე სამპაოლიმ კი ისევ მოახდინა კორექტირება. ამჯერად ერთი, თუმცა თვალშისაცემი: "ალბისელესტე" ცენტრფორვარდის გარეშე ითამაშებს და ამ პოზიციას ლიონელ მესი გაამაგრებს. გონსალო იგუაინი, სერხიო აგუერო და პაულო დიბალა სათადარიგო სკამზე იქნებიან.
უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა:
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი; პოგბა, კანტე, მატუიდი; გრიზმანი, ჟირუ, მბაპე
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
არგენტინა (4-3-3): არმანი; მერკადო, ოტამენდი, როხო, ტალიაფიკო; პერესი, მასკერანო, ბანეგა; პავონი, მესი, დი მარია
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი
მსაჯი: ალირეზა ფაგანი (ირანი)