ფეხბურთი

16:08 | 30.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი ქუთაისის "ტორპედოში"

ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის დირექტორად გიორგი დევდარიანი ოფიციალურად დაინიშნა. ამის შესახებ ქუთაისელთა გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

"მინდოდა, ისევ ბავშვთა ფეხბურთში მემუშავა და მეკეთებინა ის, რაც კარგად გამომდის. ძალიან გამიხარდა, რომ “ტორპედოდან” დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს გადასარევი სტრუქტურის იდეა, ანუ აკადემიის, რომელსაც, თამამად ვიტყვი, პრეტენზია ექნება რეგიონში იყოს ლიდერი თავისი მეთოდიკით, აღჭურვილობით, დაგეგმილი მუშაობით.

ჩავედი ქუთაისში, ვესაუბრე ხელმძღვანელობას, გავაცანი ხედვები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო იქ, სადაც ყველას ეცოდინება, რისთვის ვარ. პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ თუკი ბავშვებისთვის შესანიშნავ პირობებს შევქმნით, ქუთაისში რამდენიმე წელიწადში ბევრი კარგი ფეხბურთელი გაიზრდება", – განაცხადა დევდარიანმა.

დევდარიანს ბავშვთა ფეხბურთში აქამდეც უმუშავია. სხვა და სხვა პერიოდში "დინამო" თბილისს, გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტივს", ასევე საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებს წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110763