ფეხბურთი

11:03 | 30.06.2018 | ნანახია 3944 - ჯერ

კაპიტნობიდან მწვრთნელობამდე - ალიუ სისეს ცხოვრების ტრაგიკული შტრიხები

მსოფლიოს ჩემპიონატს უკვე დაემშვიდობა სენეგალის ნაკრები – ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო. “ტერანგელი ლომების” მთავარი მწვრთნელი ალიუ სისე გახლდათ, რომელიც მუნდიალზე მყოფ 32 კოლეგისგან გამოირჩეოდა.

სისე ყველაზე დაბალანაზღაურებადი და ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი იყო მთელ ჩემპიონატზე. ამასთან, ერთადერთი ფერადკანიანი მთავარი მწვრთნელიც. 42 წლის ალიუ 2002 წელს, იმ სენეგალის ნაკრებს კაპიტნობდა, რომელმაც ქვეყნის ისტორია დაწერა და სადებიუტო მუნდიალზე ფურორი მოახდინა.

მაშინ, “ტერანგელი ლომები” მეოთხედფინალამდე მივიდნენ და მხოლოდ დამატებით დროში წააგეს თურქეთის ნაკრებთან. ყველაფერი კი, საფრანგეთის ნაკრების ძლევით დაიწყო, რომელიც იმ დროს მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი იყო და ბუნებრივია, ამ სენსაციამ მთელი მსოფლიოს აალაპარაკა.

თუმცა, სისეს დაუვიწყარი საფეხბურთო წარმატებიდან ძალიან მალე უდიდესი ცხოვრებისეული ტრაგედია ელოდა. ალიუ 1976 წლის 24 მარტს, სენეგალის ქალაქ ზიგინშორში დაიბადა. სწორედ ამ ქალაქიდან 2002 წლის 26 სექტემბერს, დედაქალაქ დაკარის მიმართულებით გემი გაემგზავრა, რომელიც გამბიის საზღვაო სივრცეში ჩაიძირა.

ლე ჯოლას ტრაგედია საზღვაო კატასტროფებს შორის მესამე ადგილზე იმყოფება. დღემდე დაუდგენელია ტრაგედიის რეალური მიზეზი და არაოფიციალური ცნობებით, ამ კატასტროფას 1900-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის, 12 ადამიანი ალიუ სისეს ოჯახის წევრი იყო...

იმავე წელს, სისეს ინიციატივით ჩატარდა საქველმოქმედო მატჩი სენეგალისა და ნიგერიის ნაკრებებს შორის, რისი წყალობითაც 1000-ზე მეტ დაზარალებულ ოჯახს გაეწია დახმარება. გარდა ამისა, სისეს მაშინდელმა კლუბმა “ბირმინგემ სიტიმ” “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრის დროს შემოსული თანხა მთლიანად დაზარალებულთა ფონდში გადარიცხა, ხოლო სისეს პატივსაცემად ქომაგებმა თამაშის მიმდინარეობისას სენეგალის გიგანტური დროშაც გამოსახეს ტრიბუნებზე. ალიუ სისე - სენეგალის ღირსეული შვილი...


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:35 | 30.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

როგორ არ ევასებათ აფრიკელები დდდდ არადა არაა რთული იმის აღიარება რო კარგ ფეხბურთს თამაშობდა სენეგალი იაპონიაზე უკეთესს მაინც

17:06 | 30.06.2018
MatsSundin (1595)

ვეჟოოო ამ საიტზე მგონი სენეგალის ქართული ფან-ლუბიცაა დარეგისტრირებული))) ბურკინა ფასომ და ბურუნდიმ რაღა დაგიშავათ, ეგენიც თამაშობენ ფეხბურთს .... (((((

17:11 | 30.06.2018
mjgiri (8951)

რაღაც ყველას შეუყვარდა უცებ სენეგალი

14:52 | 30.06.2018
mjgiri (8951)

აფრიკელები,რომლებიც გამოირჩევიან ათლეტიზმითა და ფიზიკური კონდიციებით ვერ უმკვლავდებიან სტანდარტული სიტუაციისას მოწინააღმდეგის ერთადერთ სახიფათო ფეხბურთელს...იერი მინა,რომელმაც წინა თამაშშიც გაიტანა,მოდის საჯარიმოში და არავინ მას არ იჭერს.რა არის ეს, თუ არა და მწვრთნელის შეცდომა?

13:32 | 30.06.2018
KoRBeN DaLLaS (24848)

გაგიჟდება კაცი. 1900 ადამიანი ტრანსატლანტიკურ ლაინერებში ვერ ეტევა და ესენი სენეგალის ერთი ქალაქიდან მეორეში მიდიოდნენ ?
მოგი...ანთ შიდა ნაოსნობა

12:20 | 30.06.2018
arsena8 (732)

"განსხვავებული ვიზუალის მქონე მწვრთნელი იყო და ძალიან ჭკვიანიც იაპონიაზე ბევრად მაღალი დონის გუნდი იყო სენეგალი ' !!!??? აი გემოვნება, აი ინტელექტი !? გარეგნობაც რომ მოწონებია, რავა სულ გალაჟვარდდა ქართული ინტელექტუალური ელიტა! ფე, სად არის საქართჰაველოში ელიტა და ტანაც ინტელექტუალურიი!!!? ფე, ლომი GEO თუ რაღაცა, რავა გაფარჩაგდაა ინტელექტშიი, ჰა,ჰა ბიზინიზაცია,ბიზინიზაცია...

14:00 | 30.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ვიზუალი მომწონებია ხო აი ვანძჰჰჯეეჰ რევ სისეზე დდდდდდდდდდდდდდ ელიტა შენ თუ ხარ გაგვანათლე.თუ ჩრდილში ყოფნა გირჩევნიათ ძაან ცხელა

14:32 | 30.06.2018
lagashi (6738)

ამოუცნობ ობიექტთან გვაქვს საქმე, ერთადერთ სიგნალს გადმოსცემს, "ბიძინიზაცია ბიძინიზაცია"

11:46 | 30.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მაგარია სისე ეს ისტორია არ ვიცოსი ყველასგან განსხვავებული ვიზუალის მქონე მწვრთნელი იყო და ძალიან ჭკვიანიც იაპონიაზე ბევრად მაღალი დონის გუნდი იყო სენეგალი ყვითელი არა ყ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114142
სარეკლამო ადგილი - 99
X x X